ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, საფრანგეთში 32 პირია დაკავებული
საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ქვეყნის 22 დეპარტამენტში 32 პირია დაკავებული.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნეზის განცხადებით, დაკავებულ პირებს ბრალად ბოლო კვირების განმავლობაში, ტყის ხანძრების განძრახ გაჩენა ედებათ.
მინისტრის თქმით, მსგავსი შემთხვევების აღმოჩენისას სამართალდამცველებს მკაცრი რეაქცია ექნებათ.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს დაფიქსირებული 10 ხანძრიდან 9 ადამიანის მიერ არის გაჩენილი.
„ყველა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე. ვიყოთ ფხიზლები“, - მოუწოდა მაკრონმა მოსახლეობას.
ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.
ცნობისთვის, საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ამ დროისთვის მსგავსი განგაში ქვეყნის 24 დეპარტამენტში მოქმედებს, 59 დეპარტამენტში კი – „ნარინჯისფერი“. ოფიციალური მონაცემებით, ივნისში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან კავშირში 2 000-ზე მეტი გარდაცვალება დააფიქსირეს.
1783783157
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: პაველ ჰერჩინსკი ისევ და ისევ გამოირჩევა საქართველოსადმი უსამართლო მიდგომითა და უსაფუძვლო კრიტიკით
„მინდა, გამოვეხმაურო პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელიც ისევ და ისევ გამოირჩევა საქართველოსადმი უსამართლო მიდგომითა და უსაფუძვლო კრიტიკით“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო...
1783779935
ახალი ამბებიქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, შედეგად სამხედრო მოსამსახურე...
1783778665
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: სომხეთი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც დაპირებული „დივერსიფიკაცია“ მხოლოდ ერთ ცვლილებამდე დავა: ის რესურსები, რომლებზეც ეკონომიკა დგას, მნიშვნელოვნად გაძვირდება
„გაზს პოლიტიკური დეკლარაციები ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო ბინების გათბობა სუვერენიტეტზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით არ მუშაობს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთის ირგვლივ შექმნ...
1783776359
ახალი ამბებიგურჯაანში ქვეითს მანქანა დაეჯახა - დაღუპულია 70 წლამდე ქალი
გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, 70 წლამდე ასაკის ქალი ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როცა მას ავტომობილი დაეჯახა. მ...
1783773798
ახალი ამბებიშარმანაშვილი „ტაბულას“ მიერ ესტონეთის მოქალაქის ეკლესიასთან მოშარდვის ფაქტის გაშუქებაზე: ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ? ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად
„ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ?“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ესტონეთის მოქალაქის მიერ თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის ეზოსთან მოშარდვის შემთხვევის „ტაბულას“...






























