გივი მიქანაძე პარიზში ვიზიტის შესახებ: მქონდა შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო რეფორმების შედეგები, რომელიც საქართველოში ხორციელდება

საქართველოს განათლების მინისტრმა, პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გამართულ „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების შემდეგ, გივი მიქანაძემ იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გააცნო. მან 40-მდე ქვეყნის ლიდერებს საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმები და დაგეგმილი ინიციატივები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა UNESCO-ს ხელმძღვანელ პირებთან.

„მქონდა შესაძლებლობა, სიტყვით გამოვსულიყავი და დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო მიმდინარეობა და უკვე, პირველადი შედეგები იმ რეფორმებისა, რომელიც უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება საქართველოში. ასევე, განვიხილეთ ის სიახლეები, მათ შორის მასწავლებელთა კარიერული განვითარების ახალი სქემა, რომელიც საქართველოში დაინერგა და განხორციელების სტადიაზე და გვქონდა შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების კითხვებისთვის მეპასუხა და მიმეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სამიტის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და 2022 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესის შეჯამება იყო. ღონისძიებას ესწრებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, ირაკლი ყურაშვილი.

„ორმხრივი გამართული შეხვედრების შემდეგ, ბატონმა მინისტრმა მიიღო მონაწილეობა პანელში, სადაც კოლეგებთან მონტენეგროდან, ქუვეითიდან და სხვა ქვეყნებიდან, ისაუბრეს მიმდინარე გამოწვევებზე განათლებისა, რომელიც არის მომავალი ახალგაზრდობის“, - აცხადებს ირაკლი ყურაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783776359

ახალი ამბები

გურჯაანში ქვეითს მანქანა დაეჯახა - დაღუპულია 70 წლამდე ქალი

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.  გავრცელებული ცნობით, 70 წლამდე ასაკის ქალი ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როცა მას ავტომობილი დაეჯახა. მ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1783773798

ახალი ამბები

შარმანაშვილი „ტაბულას“ მიერ ესტონეთის მოქალაქის ეკლესიასთან მოშარდვის ფაქტის გაშუქებაზე: ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ? ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად

„ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ?“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ესტონეთის მოქალაქის მიერ თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის ეზოსთან მოშარდვის შემთხვევის „ტაბულას“...

თენგიზ შარმანაშვილი

1783773735

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებუ...

დაკავება, პოლიცია

1783773325

ახალი ამბები

გია აბაშიძე „რადიო თავისუფლებაზე“: რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და აღნიშნავს, რომ „რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარ...

გია აბაშიძე

1783771880

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად, ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში

„რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი“, - განაცხადა საპროცედურო სა...

დავით მათიკაშვილი