ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე: საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე

„იმისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ ასევე საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას, რასაკვირველია, თანხვედრილად მზის და ქარის ელექტროენერგიის წარმოებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოში დიდი ჰესების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას ინგა ფხალაძემ აღნიშნა, რომ საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე.

„ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ძალიან დიდი, მასშტაბური პროექტების განხორციელება, ეს გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ანუ გადამცემი ხაზი, რომელიც 1300-მეგავატიან სიმძლავრეს გაატარებს საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით. ასევე ჩვენ მოვიაზრებთ კიდევ ორ ძალიან დიდ პროექტს: „მწვანე ენერგიის კორიდორი“ არის ოთხი ქვეყნის ინიციატივა - საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის, სადაც 4000 მეგავატის სიმძლავრის კაბელით მიაწოდებს ელექტროენერგიას საქართველოს გავლით ევროპულ ბაზრებს. ასევე, უკვე ჩამოყალიბების პროცესშია აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთის ერთობლივი საწარმო, ეს გახლავთ სახმელეთო კორიდორი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინგა ფხალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში ინვესტორების გაზრდილ ინტერესზე. მისი შეფასებით, გარდა საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში არსებული გამჭვირვალე პროცედურები.

„ინვესტორების ინტერესი იგრძნობა და შეიმჩნევა ყოველდღიურად. ეს გახლავთ ასევე ის გამჭვირვალე პროცედურები, რომლებიც სამინისტროს აქვს თავის სხვა საწარმოებთან ერთად, როგორიცაა - სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ქსელის უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი, ასევე, რასაკვირველია სხვა საწარმოებთან, რომლებიც ჩართულია გენერაცია - გადაცემა მიწოდების ჯაჭვში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789653631

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება...

მარიამ ქვრივიშვილ

1789653601

მსოფლიო

მარკ კარნი: კანადა და ევროკავშირი უნდა გაერთიანდნენ საკუთარი ბაზრების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად

კანადა და ევროპა უნდა გაერთიანდნენ საკუთარი ბაზრების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად იმ სამყაროში, სადაც აშშ და ჩინეთი დომინირებენ, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევრ...

მარკ კარნი

1789652979

ახალი ამბები

დმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი...

ზოგადი

1789650878

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოსა და...

პრემიერ-მინისტრი

1789650768

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6081 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი