რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 44 კილომეტრზე უკვე დასრულებულია, დარჩენილ 3 კილომეტრზე კი სამუშაოები გრძელდება.
„პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს. წელს ამ 3 კილომეტრიდან 1600 მეტრზე დასრულდება სამუშაოები. ერთ-ერთი ლოკაცია სწორედ ეს არის, სადაც ახლა ვიმყოფებით და სადაც ძალიან რთული და მოცულობითი სამუშაო ტარდება თითოეული მეტრის დასაცავად, რომ საბოლოოდ გადაიჭრას მეწყრული ზონებით გამოწვეული პრობლემა“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთის სრულად დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. ამასთან, დარჩენილია ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომლისთვისაც საინჟინრო გადაწყვეტის შესამუშავებლად, ცალკე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.
„დარჩება ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომელზეც ცალკე საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ კვლევისთვის, რათა უკვე სწორი საინჟინრო გადაწყვეტა დაიდოს და ეს პრობლემაც სათანადოდ მოგვარდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის პერიოდში გადაადგილების უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს შესაბამის სამუშაოებს, რათა ახალციხის მხრიდან ხულოს მიმართულებით გადაადგილება ზამთრის პერიოდში აღარ შეფერხდეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ახალციხის მხრიდან ხულოსკენ მოძრაობა ზამთრის პერიოდში აღარ ჩაიკეტოს. გოდერძის უღელტეხილზე, როგორც იცით, ზამთრის პერიოდში მოძრაობა ხშირად იკეტება. ჩვენ შევიძენთ შესაბამის ტექნიკას და შემდგომში, ზამთრის პერიოდში განვახორციელებთ მოვლა-შენახვას, იმისთვის, რომ მოძრაობა მუდმივად იყოს გახსნილი“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში გზებზე შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართულებით იქნება ის, რომ საქართველოში არც ერთი მიმართულებით, უმეტეს შემთხვევაში, მოძრაობა ზამთრის პერიოდში არ ჩაგვეკეტოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოხაძემ.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
1789650768
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6081 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...
1789648500
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა...
1789648275
საზოგადოებაგივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის...
1789646939
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
„ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში“, - განა...
1789646063
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია
„ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა. მი...



























