ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას, ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს
„ეს გახლავთ ისეთი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთდროულად უსაფრთხო, სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე. ამ ხედვას ეფუძნება ჩვენი 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2.5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მგვტ-ს უნდა მიუახლოვდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ, რითაც უპასუხა კითხვას - როგორია ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული ხედვა, ენერგეტიკული შესაძლებლობის რეალიზაციის შანსები და პოტენციალი, რომლის ათვისებაც საქართველოს შეუძლია?
მისივე თქმით, პარალელურად მიზანია, ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდა და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულება.
„ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს. დღეს სისტემას დაახლოებით 4780 მგვტ დადგმული სიმძლავრე აქვს, 3500 მგვტ აქედან ჰიდროენერგიაზე მოდის, შემდეგი კი მზე და ქარი გახლავთ, რომელიც დივერსიფიკაციის გამოხატულებაა ენერგეტიკაში. დღეს 312 მოქმედი აქტიური პროექტი გვაქვს, რომელიც 60000 მგვტ სიმძლავრეს გულისხმობს, საიდანაც 1530 მგვტ არის ჰიდრო, 2340 არის ქარი და 2090 არის მზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას მხოლოდ ერთი წყაროს განვითარებას არ დაუთმობს“, - აღნიშნა ფხალაძემ.
1789653631
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება...
1789653601
მსოფლიომარკ კარნი: კანადა და ევროკავშირი უნდა გაერთიანდნენ საკუთარი ბაზრების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად
კანადა და ევროპა უნდა გაერთიანდნენ საკუთარი ბაზრების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად იმ სამყაროში, სადაც აშშ და ჩინეთი დომინირებენ, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევრ...
1789652979
ახალი ამბებიდმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი...
1789650878
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოსა და...
1789650768
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6081 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...



























