„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან
„აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან და ღიად უჭერენ მხარს საქართველოში იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მიზანი ხალხის განულებული მხარდაჭერის ფონზე, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა მოძრაობის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლგბტ თემისადმი მხარდაჭერა გადაზრდილია აგრესიულ პროპაგანდაში, რომელიც მიმართულია ტრადიციული და რელიგიური ღირებულებების, განსაკუთრებით კი - ქრისტიანობის, ეროვნული იდენტობის და კულტურული ტრადიციების წინააღმდეგ.
„ამის პარალელურად, ევროკავშირში მთელი სიმძაფრით მძვინვარებს ლგბტ-პროპაგანდა, ღიად ებრძვიან ქრისტიანობას, ქვეყანათა იდენტობას, წარსულს და ტრადიციებს. უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას ახალგაზრდობა. ბოლოს მიღებული ლგბტ-სტრატეგია 2026/2030, რომელსაც ხელს ურსულა ფონ დერ ლაიენი აწერს და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად წევრი, ასევე მოლაპარაკებაში მყოფი ქვეყნებისთვის − ევროპის ახალგაზრდა თაობას, მორალურთან ერთად, ფიზიკურ დეგრადირებას უქადის“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
1761745505
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილი ევროკავშირიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად
ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რ...
1761744099
საზოგადოებასაპატრიარქოს კომისიამ პატრიარქს მიმართა, რომ არქიმანდრიტი დოროთე გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში
საქართველოს საპატრიაქროს ინფორმაციით, ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები – ცილისმწამე...
1761743366
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7212 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761742516
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სამარყანდში, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილ...
1761740629
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან გვაქვს
„სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშე არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო და არც ევროსაბჭოს იდეა არსებობს ამ უფლების აღიარების გარეშე“, - წერს საქართველოს პარ...


























