მაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებით ევროკომისიის ანგარიშიც ერთგვარი ინსტრუმენტი იქნება
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, ყველა საკითხის ინსტრუმენტალიზება ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ევროკომისიის ეს ანგარიშიც იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, ყველა საკითხის ინსტრუმენტალიზება ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ანგარიშიც იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით. რთულია წინასწარ ვთქვათ, რა იქნება ასახული, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს ეს ანგარიში. ერთი რაც უნდა ითქვას, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელის მხრიდან ნაკლებად არის სურვილი - საქართველოში მიმდინარე პროცესები ობიექტურად იყოს დანახული და აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია მოველოდეთ ობიექტურ შეფასებებს იმ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება მომავალ კვირას.
ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, იმდენად გვაკლია ბრიუსელის მხრიდან ობიექტური შეფასებები, იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს დარქმეოდა თავისი სახელი, ობიექტურად შეფასებულიყო, გამიჯნულიყო ბრიუსელი იმ ძალადობისგან და შეტევებისგან რაც საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ხორციელდება. აქედან გამომდინარე, რთულია, გვქონდეს მოლოდინი ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიური ან ობიექტური შეფასებების“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1761760670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს - ვადასტურებ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ ჩვენს ერთგულებას
ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპ...
1761759292
საზოგადოებამაჭავარიანი დეივიდ ო’ სალივანის წერილზე: უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც „რუსული კანონის“ მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დეივიდ ო’ სალივანის ოფიციალურ გზავნილს, სოციალურ ქსელში ეხმაურებ...
1761758368
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია, ვაფასებთ მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში
თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასე...
1761755875
საზოგადოებამარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართველი ახალგაზრდ...
1761754075
საზოგადოებადევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას: მადლობა უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა
მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, - წერია ოფიციალურ წერილში...


























