მაკა ბოჭორიშვილი: ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილი ევროკავშირიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად
ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რაც უკავშირდება იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ხშირად ხდება იმ ხმაურის ობიექტი, რომელიც იქმნება ხოლმე, ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან და სწორედ იმ ქვეყნებშია სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ქმედებები, რომლისგანაც ხშირად მოდის უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მისამართით.
„საქართველო ძალიან ხშირად ხდება იმ ხმაურის ობიექტი, რომელიც იქმნება ხოლმე, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან და არის გაუთავებელი მცდელობები, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყოს ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი. მათ შორის, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ რამხელა შეტევები ხორციელდებოდა საქართველოზე, როდესაც საკითხი ეხებოდა სანქციების შესრულებას და ამ კონტექსტში, საქართველოს როლს. ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილიც ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რაც უკავშირდება იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.
ამავდროულად, ჩვენი იმასაც ვხედავთ, რომ სწორედ ის ქვეყნები, რომლისგანაც ძალიან ხშირად მოდის ხოლმე უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მისამართით, სწორედ იქ ხდება ძალიან ბევრი ისეთი განვითარება, რაც უკავშირდება სანქციების გვერდის ავლას. რა თქმა უნდა ეს არის სამწუხარო, როდესაც საქართველო ხდება ამ ქვეყნების შეტევის ობიექტი და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ობიექტურად იყოს საქართველოსთან მიმართებაში ყველა პოზიცია და დამოკიდებულებები. სამწუხაროა, რომ სწორედ ის ქვეყნები არიან საქართველოს წინააღმდეგ რიგებში, რომლებიც თავად დგამენ ასეთ ნაბიჯებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1761760670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს - ვადასტურებ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ ჩვენს ერთგულებას
ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპ...
1761759292
საზოგადოებამაჭავარიანი დეივიდ ო’ სალივანის წერილზე: უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც „რუსული კანონის“ მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დეივიდ ო’ სალივანის ოფიციალურ გზავნილს, სოციალურ ქსელში ეხმაურებ...
1761758368
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია, ვაფასებთ მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში
თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასე...
1761755875
საზოგადოებამარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართველი ახალგაზრდ...
1761754075
საზოგადოებადევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას: მადლობა უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა
მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, - წერია ოფიციალურ წერილში...


























