დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას: მადლობა უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა
მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, - წერია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისგან მიიღო.
ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
„მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. მადლობას გიხდით ასევე თქვენი ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის, რათა განხილულ იქნას სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მე ადრეც გაგიზიარეთ მაღალი პრიორიტეტულობის მქონე პუნქტების სია, რომელიც ევროკომისიამ შეადგინა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების სიას ექსპორტის შეზღუდვების რეჟიმში მყოფ ნივთებზე, რომლებიც გამოვლენილია რუსეთის სამხედრო სისტემებში, ნაპოვნია ბრძოლის ველზე უკრაინაში ან კრიტიკული მნიშვნელობისაა რუსული სამხედრო სისტემების განვითარების, წარმოების ან გამოყენებისთვის. მადლობას გიხდით ამ ნივთების რეექსპორტის შეჩერებაზე გაწეული ძალისხმევისთვის. ევროკომისიამ შეადგინა ეკონომიკურ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საქონლის სია, რომლის შეძენასაც რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად. ეს სანქცირებული ნივთებია, რასაც რუსეთის სამრეწველო ბაზის მხარდაჭერა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის უმეტესობა არ არის ტრადიციული გაგებით ორმაგი დანიშნულების ნივთები, მათი რეექსპორტი აძლიერებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს. მაგალითად, მილსადენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის კონსტრუქციები საჭიროა რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვის. ეს სექტორი რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი დარგის საარსებო წყაროა. ამიტომ, თქვენდამი პატივისცემით, მოგმართავთ თხოვნით, რომ აკრძალოთ ევროკავშირის წარმოშობის ყველა ამ სიაში მითითებული ნივთისა და ამ კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველო ამ ნივთებით ალტერნატიულ უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენი შესაბამისი ორგანოებისთვის, რათა გაგრძელდეს შესაბამისი ზომების მიღება და სანქცირებული საქონლის რეექსპორტი აღარ მოხდეს რუსეთში, სადაც მისი გადამისამართება ხდება სამხედრო ინდუსტრიის მხარდასაჭერად. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი მყისიერი ყურადღებისთვის“, - აღნიშნულია დევიდ ო’სალივანის წერილში.
ოფიციალური წერილის ადრესატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არიან.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1761760670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს - ვადასტურებ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ ჩვენს ერთგულებას
ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპ...
1761759292
საზოგადოებამაჭავარიანი დეივიდ ო’ სალივანის წერილზე: უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც „რუსული კანონის“ მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დეივიდ ო’ სალივანის ოფიციალურ გზავნილს, სოციალურ ქსელში ეხმაურებ...
1761758368
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია, ვაფასებთ მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში
თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასე...
1761755875
საზოგადოებამარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართველი ახალგაზრდ...
1761749151
საზოგადოებარევაზ სოხაძე: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას....


























