რევაზ სოხაძე: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია თანამედროვე და უსაფრთხო საგზაო ქსელის შექმნა, რისთვისაც მომდევნო წლებშიც განხორციელდება არაერთი სტრატეგიული პროექტი.

სოხაძის თქმით, იგეგმება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ოთხ ლოტადაა დაყოფილი. სატენდერო პროცედურები მეორე და მესამე ლოტებზე დაიწყება 2025 წელს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ლოტებზე - 2026 წელს. სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2026–2027 წლებში.

მინისტრის განცხადებით, ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი ორ ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის დაწყება 2026 წელს იგეგმება. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი საზედამხედველო კომპანიის შერჩევაზე, ხოლო სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება 2025 წლის ნოემბერში. ასევე, დაგეგმილია ქობულეთის შემოვლითი გზის 31 კმ-იანი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება, რომელიც, სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება.

როგორც სოხაძემ აღნიშნა, იგეგმება სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთების დეტალური პროექტის მომზადება.

2027 წლიდან დაიწყება ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს შესაბამისი გეგმების განახლება. იგეგმება აგრეთვე გურჯაანი–თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი–ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირება.

ჩრდილოეთის მიმართულებით, ნატახტარი–ჟინვალის 26.8 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის, ასევე არშა–სტეფანწმინდისა და ფასანაურის შემოვლითი გზების მშენებლობა 2027 წლიდან დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს თბილისის გასასვლელის დეტალური პროექტირება. დაგეგმილია გორამდე, მაგისტრალის 6 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური პროექტის მომზადება და თბილისის სამხრეთ შემოსავლელის მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

„ეს პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს, ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების გაძლიერებას და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761760670

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს - ვადასტურებ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ ჩვენს ერთგულებას

ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპ...

შალვა პაპუაშვილ

1761759292

საზოგადოება

მაჭავარიანი დეივიდ ო’ სალივანის წერილზე: უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც „რუსული კანონის“ მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დეივიდ ო’ სალივანის ოფიციალურ გზავნილს, სოციალურ ქსელში ეხმაურებ...

ლევან მაჭავარიანი

1761758368

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეზობელია, ვაფასებთ მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში

თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასე...

შალვა პაპუაშვილი

1761755875

საზოგადოება

მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართველი ახალგაზრდ...

მარიამ ლაშხი

1761754075

საზოგადოება

დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას: მადლობა უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა

მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, - წერია ოფიციალურ წერილში...

დევიდ ო’სალივანი