„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირება ვერ იმოქმედებს სარედაქციო პოლიტიკაზე და ვერც ქართველი ხალხის უმრავლესობის მტკიცე პოზიციაზე - არასოდეს დაუშვას საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევა
„მორალურად სახე დაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირების გზით“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც თბილისისა და ბრიუსელის აგენტურული ქსელის სრული გაშიფვრა მოხდა მას შემდეგ „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა ტელეკომპანიების სანქცირების გზით მათ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენს ქვეყანაზე პოლიტიკური შანტაჟის მორიგ მცდელობას, რასაც ოლიგარქიული ოჯახები ამჯერად დიდი ბრიტანეთის ხელით ახორციელებენ. რუსეთთან ომის გახანგრძლივება კვლავ არის მათი ინტერესი და ამ მიზნისთვის ისინი იყენებენ საკუთარ მარიონეტებს.
საქართველოში, ასევე საკუთრივ ევროპაში, „დიფ სთეითის” მიერ მართული ევრობიუროკრატიის სრული გაკოტრების ფონზე განხორციელდა ტაქტიკური ცვლილებები და კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი ბრიტანეთის მთავრობაზე, რომელმაც მიღებული საგანგებო დავალების შესაბამისად, ერთხელ უკვე შეასრულა საბედისწერო როლი 2022 წლის აპრილში, კონფლიქტის მხარეების მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლით.
მაშინ, როდესაც თბილისისა თუ ბრიუსელის აგენტურული ქსელი მთლიანად გაიშიფრა და დაკარგა ყველანაირი ეფექტი, „დიფ სთეითმა” გადაწყვიტა, ადვილად პროგნოზირებადი უკანასკნელი სვლების გაკეთება. ტელეკომპანიების “იმედისა” და “პოსTV“-ის სანქცირების შედეგი წინასწარ ცნობილია - ცხადია ეს ნაბიჯი ვერ იმოქმედებს აღნიშნული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაზე და ვერც მათი მაყურებლის ანუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მტკიცე პოზიციაზე - არასოდეს დაუშვას საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევა. “იმედი” არ დაუბრუნდება სიცრუის ტირაჟირებას, „მოდელირებული ქრონიკის” და „BBC“-ის მსგავსი „ფეიკ“ სიუჟეტების სტანდარტით მუშაობას,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, „დიფ სთეითმა“ ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით განაცხადა, რომ „სიმართლე დასჯადია“, ხოლო მშვიდობის დაცვა კი დანაშაული.
„ჩვენ ვხედავთ ღირებულებით გაუკუღმართებას, როდესაც აფინანსებენ და ახალისებენ ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც გამოირჩევიან ლიბერალური ფაშიზმით, ცილისწამებით, დაპირისპირების გაღვივებით, პრესის თავისუფლების ჯილდო გადაეცემათ ნიკა გვარამიასა და პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელს, ამის პარალელურად კი, სანქციებს იყენებენ იმ ტელევიზიების წინააღმდეგ, რომლებიც „დიფ სთეითის” კონტროლს მიღმა არიან და ქართველ ხალხს არ კვებავენ ცრუ ნარატივებით - უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაზე თუ სხვა საკითხებზე.
ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით გვითხრეს, რომ სიმართლე დასჯადია; რომ მშვიდობის შენარჩუნება და სუვერენიტეტის დაცვა დანაშაულია. ნიშანდობლივია, რომ ეს ყოველივე ხდება იმის ფონზე, რომ უკანასკნელ პერიოდში ოლიგარქიული ოჯახები, მათივე მართული სპეცსამსახურებით და ინფორმაციების კონტროლირებადი გავრცელებით მომაკვდინებელ დარტყმას აყენებენ დიდი ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფო სიმბოლოს - სამეფო ოჯახს.
მსოფლიომ იხილა პედოფილიასა და სექსტრეფიკინგში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პრინცი ენდრიუ და ბრიტანეთის ელჩი აშშ-ში. მორალურად სახედაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსTV“-ის სანქცირების გზით,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ მსგავსი ჰიბრიდული შეტევები დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯით არ დასრულდება, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული ქმედებები სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
„ნათელია, რომ მსგავსი ჰიბრიდული შეტევები არ დასრულდება ამ ნაბიჯით, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს თანმიმდევრული ქმედებები, მათ შორის აუცილებლად მიგვაჩნია სამართლებრივი რეაგირება იმ ორგანიზაციების და პირების საქმიანობაზე, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ბრიტანული „BBC“-ის ცრუ ნარატივს, მოქალაქეთა გაზით მოწამვლის შესახებ.
ასევე, ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეთ დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასული ელჩების აბსოლუტურად თავხედურ თავდასხმებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე და ჟურნალისტებზე. აქვე, ჩვენი პარტიის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ „იმედისა“ და პოსTV”-ის თანამშრომლებს.
ქართველი ხალხის სიმართლით შეიარაღება და „დიფ სთეითის“ აგენტურული ქსელის სრული განეიტრალება არის იმის გარანტი, რომ ქვეყნის გარედან განხორციელებულ შანტაჟს ვერც ერთ ეტაპზე, ვერ ექნება გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე,“ - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
1772005418
ახალი ამბებიპრემიერი: სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის როგორც „იმედში“, ასევე POSTV-ში
ამ სანქციებს ალბათ განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვ...
1772004462
საზოგადოებაპრემიერი: რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურ...
1772004392
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი - ეს შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის
ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კოჯორში, სადაც დაღუპული იუნკრების ხსოვნას პა...
1772004141
ახალი ამბებიპრემიერი: ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები და მათთვის არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი
გახსოვთ, 4 წლის განმავლობაში, მართალია კულუარებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, - გ...
1772003582
საზოგადოებანინო წილოსანი: „იმედს“ და „პოსტივის“ ჯამში მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირებას ეხმიანება. „ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა....


























