შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიაზე: გუშინ მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს. იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არასდროს უთქვამთ
აშკარა გახდა, რომ მთელი ეს ოთხი წელი, მიზეზი რატომაც ევროკავშირი და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ არ დავყევით მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიასთან დაკავშირებით.
„გუშინ მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს. იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ მთელი ეს ოთხი წელი, მიზეზი რატომაც ევროკავშირი და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ არ დავყევით მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან. აბა რა არის, თუ არა „მეორე ფრონტის“ გახსნის მოთხოვნა, როდესაც საქართველოს ეუბნები რომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვას, როგორც ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, ვაჭრობა არ გვქონდეს, ანუ ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ და არ ვიცი ეს თვითმფრინავები ციდან უნდა მოვხსნათ, თუ რა უნდა ვქნათ?! ბენზინი თურმე არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმენმა რუსეთიდან და იყიდოს ძვირი, ბრიტანული ბენზინი, როგორც ეს გვითხრა ბრიტანეთის ელჩმა. ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ომს, ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც ფრანგი და არავინ საერთოდ, ერთი ჯარისკაცი არ ჩამოვა ჩვენთან საომრად. შეგვატოვებენ მარტო როგორც ყოველთვის გვიწევდა და შემოგვხედავენ გარედან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩები დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველო რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. მოწოდებები იყო დიპლომატების დღევანდელ შეხვედრაზეც, სადაც მათთვის არასასურველი მედიასაშუალება „იმედი“ არ მიიწვიეს. კიდევ ერთი ტყუილია ის, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ არავინ მოუწოდებდა.
1772007303
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახვეს, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს
ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლო...
1772007257
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებაზე: 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას
105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „იმედის...
1772005839
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი
სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1772005418
ახალი ამბებიპრემიერი: სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის როგორც „იმედში“, ასევე POSTV-ში
ამ სანქციებს ალბათ განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვ...
1772004462
საზოგადოებაპრემიერი: რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად
რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურ...



























