ირაკლი კობახიძე: პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი - ეს შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის

ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კოჯორში, სადაც დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო.

პრემიერის თქმით, ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისთვის.

„ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას. ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჩვენი ვალია მათთვის პატივის მიგება. ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ჩვენი გმირები გვაძლევენ სწორედ ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772005839

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი

სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1772005418

ახალი ამბები

პრემიერი: სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის როგორც „იმედში“, ასევე POSTV-ში

ამ სანქციებს ალბათ განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვ...

ირაკლი კობახიძე

1772004462

საზოგადოება

პრემიერი: რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად

რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურ...

 ირაკლი კობახიძე

1772004141

ახალი ამბები

პრემიერი: ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები და მათთვის არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი

გახსოვთ, 4 წლის განმავლობაში, მართალია კულუარებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, - გ...

ირაკლი კობახიძე

1772003582

საზოგადოება

ნინო წილოსანი: „იმედს“ და „პოსტივის“ ჯამში მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირებას ეხმიანება. „ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა....

ნინო წილოსანი