შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახვეს, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს
ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლობა, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ დასახელებული მოტივი, რომ ადგილი ჰქონდა უკრაინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას ფარისევლობაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თავად უზით ქვეყანაში, საქართველოში ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელები.
„105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა, რომ შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. აღარაფერს ვიტყვი იმ განმარტებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, აბსოლუტური სისულელე - როგორ თუ ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო. დიახაც, კორუმპირებული კი არა, ზე კორუმპირებული არის. რაც შეეხება მიზეზებს, რა თქმა უნდა აბსოლუტურად არ ანაღვლებს ბრიტანეთს დეზინფორმაცია.
ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული, პარტიული მედიის მფლობელი უზის თავისთან. მეორე, სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“. არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მგონი უკვე დაგვანახა თანამედროვე სამყარომ. ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ევროპელებისა და ბრიტანელების სახე. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლობა ევროპელებისა და ბრიტანელების, თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან. 12 ათასი კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ არ მოეწონათ მათი კომენტარი.
„იმედი“ არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. როცა ებრძვის ბრიტანეთი მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის, რასაც ახლა დიდი ბრიტანეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს, არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა.
1772009306
საზოგადოება„თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზას 22 სპეცმანქანა შეემატა
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა - MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალ...
1772008400
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად კ...
1772007806
ახალი ამბებისუს-მა თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოავლინა პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტ...
1772007257
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებაზე: 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას
105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „იმედის...
1772006175
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიაზე: გუშინ მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს. იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არასდროს უთქვამთ
აშკარა გახდა, რომ მთელი ეს ოთხი წელი, მიზეზი რატომაც ევროკავშირი და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ არ დავყევით მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...



























