პრემიერი: სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ეს უფლება დაცული იქნება თითოეული ჟურნალისტისთვის როგორც „იმედში“, ასევე POSTV-ში

ამ სანქციებს ალბათ განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიების - „იმედი“ და „პოსტივი“ დასანქცირებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს აღარაფრად ფასობს დიდ ბრიტანეთში არც მედიის თავისუფლება და არც ადამიანის ძირითადი უფლებები.

„არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც, თავის დროზე, მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად. სწორედ ინგლისში იწყება ადამიანის უფლებების ისტორია და დღეს აღარაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც ადამიანის ძირითადი უფლებები. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. არასერიოზულია, სამარცხვინოა, ეს არის მოკლე კომენტარი, რაც შეიძლება გავაკეთო,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მედიის თავისუფლებაზე ქვეყანაში ხელისუფლება აგებს პასუხს.

„მე მახსოვს, 2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს უხაროდა, „ნაცებს“ უხაროდათ, როდესაც შეილახა მაშინაც „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, მაშინაც იყო უამრავი აჟიტირებული ადამიანი. დღეს, იგივე ადამიანები არიან აჟიტირებულები თუმცა, თუ მაშინ ეფექტური იყო „იმედის“ უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში, ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა, რომ შეიზღუდოს „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. 2012 წლამდე, ამ ქვეყანაში შელახული იყო ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, შელახული იყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, სრული მონოპოლია იყო ჩამოყალიბებული და 2012 წელს, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ არავის შევალახვინებთ ამ ძირითად უფლებას.

დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია „პოსტივიში“, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს,“- აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772007303

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახვეს, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს

ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლო...

შალვა პაპუაშვილი

1772007257

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებაზე: 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას

105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „იმედის...

შალვა პაპუაშვილი

1772006175

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიაზე: გუშინ მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს. იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არასდროს უთქვამთ

აშკარა გახდა, რომ მთელი ეს ოთხი წელი, მიზეზი რატომაც ევროკავშირი და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ არ დავყევით მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...

შალვა პაპუაშვილი

1772005839

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი

სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1772004462

საზოგადოება

პრემიერი: რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ასეთ დროს ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად

რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურ...

 ირაკლი კობახიძე