ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აკრძალული მედიკამენტები მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას, გამოვლინდა. კერძოდ, საეჭვო შიგთავსის აღმოჩენის შემდეგ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც თელავივი - თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 3 ათასზე მეტი კაფსულა აღმოაჩნდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766691222

საზოგადოება

პრემიერი: 4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ეს დღეს ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ამ ყველაფრის გამო ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად

 ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ ვინ სად გაიქცეოდა და ა.შ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 4 ოქტომბრამდე ხალხი იყო საკმაოდ აღელვებ...

 ირაკლი კობახიძე

1766691169

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს, ხელისუფლებაში სადიზმის დაბრუნებას

 მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნ...

ირაკლი კობახიძე

1766689745

საზოგადოება

მაია ბითაძე „ზოომარტის“ განცხადებაზე, რომ 2026 წლიდან აიკრძალება შინაური ცხოველების დაშვება დახურულ სავაჭრო სივრცეში: მივმართავ „ზოომარტს“, ან წარმოადგინოს მუხლი, რომლითაც ამგვარი რეგულაცია შედის ძალაში, ან მოიხადოთ ბოდიში

 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ერთ-ერთი ზოომაღაზიათა ქსელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ “2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია,...

მაია ბითაძე

1766688936

საზოგადოება

სუს: მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში

 მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ, - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე. უწყების ცნობით, გამოძიება მომავალში იმსჯელებ...

ბაჩო ახალაია

1766683622

ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუსმა ბაჩო ახალაია დააკავა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. ბაჩო ახალაიას დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება. ამის შესახებ სუსში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნ...

ბაჩო ახალაია