პრემიერი: სხვადასხვა სექტორში არსებული არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა საერთაშორისო დონეზე, სავარაუდოდ, მოგვცემს გაზის ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას
ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ მიმართულებითაც ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ საერთაშორისო დონეზე ფასების ზრდის მიუხედავად, შეინარჩუნოს არსებული ტარიფი.
„ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც საბოლოოდ განიხილება ეს საკითხი და ამის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება, რაც ასევე მარტივი არ იყო გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო დონეზე გაზზე ფასები გაიზარდა. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკები არსებობდა სხვადასხვა სექტორებში.
აქაც ჩვენ დავადგინეთ არასწორი პრაქტიკა, მაგალითად ჭარბი შეღავათები კონკრეტული კომპანიებისთვის და ამ არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა საერთაშორისო დონეზე, სავარაუდოდ მოგვცემს გაზის ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას, ისე რომ არ გაიზრდება ტარიფი ჩვენი მოსახლეობისთვის, იმედი გვაქვს რომ ასე, ზრდის გარეშე განისაზღვრება საბოლოო ტარიფი. რაც შეეხება ელექტროენერგიას, აქაც არის ფასების ზრდა საერთაშორისო დონეზე, თუმცა აქაც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კონკრეტული პრაქტიკების შემსუბუქების, ცვლილების საფუძველზე შევინარჩუნოთ არსებული ტარიფები, ამაზეც დაგვჭირდება დამატებითი კონსულტაციები, რის საფუძველზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
1766678980
საზოგადოებაგივი მიქანაძე პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესს ეცნობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე წყალტუბოს, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პროფესიულ კოლეჯებს ეწვია, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო. მინისტრმა საგან...
1766676370
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ჩხრეკისთვის...
1766674561
მსოფლიორომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად
რომის პაპმა ლეო XIV-მ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა ხუთშაბათს, 25 დეკემბერს, ტრადიციული საშობაო მიმართვის Urbi et Orbi („ქალ...
1766674195
საზოგადოებაპრემიერი: ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს მათ შორის გლობალური ფასებიც, საერთაშორისო ტარიფები არის გაზრდილი, ამ ფონზე, ჩვენ შიდა მექანიზმებით შევეცდებით, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ტარიფები, რომლებიც არის
ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ა...
1766671126
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები
მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები, - ამის შესახებ საქართველოს პ...



























