სუს: მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში
მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ, - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, გამოძიება მომავალში იმსჯელებს ანა ნადარეიშვილის მხრიდან 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში შესაძლო მონაწილეობაზე.
„რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას, მის მეუღლესთან ერთად, ჩადენილ დანაშაულში. ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეპასუხა კითხვაზე – მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, - განაცხადეს სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია.
1766678980
საზოგადოებაგივი მიქანაძე პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესს ეცნობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე წყალტუბოს, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პროფესიულ კოლეჯებს ეწვია, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო. მინისტრმა საგან...
1766676370
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ჩხრეკისთვის...
1766674561
მსოფლიორომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად
რომის პაპმა ლეო XIV-მ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა ხუთშაბათს, 25 დეკემბერს, ტრადიციული საშობაო მიმართვის Urbi et Orbi („ქალ...
1766674195
საზოგადოებაპრემიერი: ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს მათ შორის გლობალური ფასებიც, საერთაშორისო ტარიფები არის გაზრდილი, ამ ფონზე, ჩვენ შიდა მექანიზმებით შევეცდებით, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ტარიფები, რომლებიც არის
ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ა...
1766671126
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები
მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები, - ამის შესახებ საქართველოს პ...



























