პრემიერი: 4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ეს დღეს ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ამ ყველაფრის გამო ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად

 ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ ვინ სად გაიქცეოდა და ა.შ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 4 ოქტომბრამდე ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული ამ ყველაფრის გამო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო დამხობის აქცია.

„დამხობის აქტის მცდელობა განხორციელდა 4 ოქტომბერს და ამ აქტს შეუერთდა ათასობით ადამიანი. კონკრეტული პარტიები, სამი პოლიტიკური პარტია იმ ოთხიდან, რომელმაც გადალახა ბარიერი, ღიად უცხადებდა მხარდაჭერას 4 ოქტომბრის აქციას, ყოფილი პრეზიდენტი და ა.შ. დაანონსდა დამხობის აქტი, დამხობის მცდელობა, ამას შეუერთდა ათასობით ადამიანი. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩავარდა ეს მცდელობა, კონკრეტული ადამიანები გაემიჯნნენ მას, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ ვინ სად გაიქცეოდა და ა.შ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 4 ოქტომბრამდე ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული ამ ყველაფრის გამო, რადგან იმდენად ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ხელისუფლების დამხობასთან, ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების გაქცევასთან დაკავშირებით, რომ ბევრმა სერიოზულად მიიღო ეს, როგორც ოპოზიციაში, ასევე ოპოზიციის მიღმა. საბოლოო ჯამში ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ეფექტიანად, ამან მოგვცა მარტივად ამ გამოწვევის დაძლევის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა ეს პროცესები განვითარებულიყო ბევრად უფრო რთულად, დაახლოებით ისე, როგორც განვითარდა მსგავსი პროცესები მაგალითად, შარშან ნოემბერ-დეკემბერში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766678980

საზოგადოება

გივი მიქანაძე პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესს ეცნობა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე წყალტუბოს, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პროფესიულ კოლეჯებს ეწვია, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო. მინისტრმა საგან...

გივი მიქანაძე

1766676370

ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

 თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ჩხრეკისთვის...

ახალაიას სახლი

1766674561

მსოფლიო

რომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად

რომის პაპმა ლეო XIV-მ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა ხუთშაბათს, 25 დეკემბერს, ტრადიციული საშობაო მიმართვის Urbi et Orbi („ქალ...

რომის პაპი

1766674195

საზოგადოება

პრემიერი: ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს მათ შორის გლობალური ფასებიც, საერთაშორისო ტარიფები არის გაზრდილი, ამ ფონზე, ჩვენ შიდა მექანიზმებით შევეცდებით, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ტარიფები, რომლებიც არის

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ა...

ირაკლი კობახიძე

1766671126

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები

მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები, - ამის შესახებ საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე