საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე რვა პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.
ასევე დგინდება, რომ დასახელებული კომპანიების მეშვეობით, 2021–2024 წლებში, სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია.
ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3 926 261 ლარის ზიანი მიაყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით. ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ხოლო გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული გაიზარდოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
1766691169
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს, ხელისუფლებაში სადიზმის დაბრუნებას
მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნ...
1766689745
საზოგადოებამაია ბითაძე „ზოომარტის“ განცხადებაზე, რომ 2026 წლიდან აიკრძალება შინაური ცხოველების დაშვება დახურულ სავაჭრო სივრცეში: მივმართავ „ზოომარტს“, ან წარმოადგინოს მუხლი, რომლითაც ამგვარი რეგულაცია შედის ძალაში, ან მოიხადოთ ბოდიში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ერთ-ერთი ზოომაღაზიათა ქსელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ “2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია,...
1766688936
საზოგადოებასუს: მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში
მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ, - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე. უწყების ცნობით, გამოძიება მომავალში იმსჯელებ...
1766683622
ახალი ამბები4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუსმა ბაჩო ახალაია დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. ბაჩო ახალაიას დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება. ამის შესახებ სუსში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნ...
1766681552
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით დღეს 2025 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო ამოცანები შეაფასა
„დღეს დავასრულეთ საქართველოს ელჩების კონფერენცია. ეს იყო კარგი შესაძლებლობა, განგვეხილა ყველაფერი, რაც მოხდა 2025 წლის მანძილზე, შეგვეფასებინა, რა გარემო იყო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთ...


























