ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს - „სიცრუეზე აგებული კამპანია“
ე.წ. ქოლ-ცენტრების თაობაზე მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ცალკეული სუბიექტების მხრიდან კვლავ გრძელდება მიზანმიმართული, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაც მიზნად ისახავს ზოგადად ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას.
„დამატებით გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურასთან აღნიშნული დანაშაულის გამოსავლენად და ამ მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, რიგ შემთხვევებში კი, უფლებამოსილი პირის დავალების საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ატარებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.
რაც შეეხება კითხვას - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უშუალოდ რატომ არ აწარმოებს გამოძიებას ამ კატეგორიის საქმეებზე, განვმარტავთ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობა შეიცავს საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 218-ე (გადასახადებისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების თანახმად, არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებს, თუმცა საგამოძიებო დავალების ფარგლებში ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, რისი ნათელი მაგალითიცაა საქართველოს პროკურატურასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არაერთი პირი მიეცა პასუხისგებაში.
პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები მათ მიერ გავრცელებულ სუბიექტურ ინფორმაციებში ცდილობენ წარმოაჩინონ ვითარება, ვითომდა სახელმწიფოს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით აქვს ლოიალური მიდგომა და არ ტარდება სათანადო ქმედებები დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ. საპირისპიროზე მეტყველებს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ანალიზი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მასმედიის საშუალებით.
კერძოდ, მოსახლეობისათვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეფექტიანად აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტებზე, რომლებზეც პასუხისგებაში მიცემულია რამდენიმე ათეული პირი.
ამდენად, ნათელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად არის ჩართული დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, გამოვლენისა და მათ მიმართ გასატარებელი სათანადო ღონისძიებების განხორციელებაში, როგორც ოპერატიული უზრუნველყოფის, ასევე საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებშიც, რასაც გააგრძელებს მომავალშიც. თუმცა სუბიექტური პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებებით, ცალკეული პირები ცდილობენ დააკნინონ სახელმწიფო უწყების როლი და საზოგადოებაში შექმნან უწყებისა და მისი ხელმძღვანელის მადისკრედიტირებელი განცდა.
სწორედ ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმართავს ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს ყველა კითხვას და საზოგადოებას მიეწოდოს რეალური და იურიდიულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია უწყების საქმიანობის შესახებ.“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 ლარი გამყარდა - რამდენი ეღირება 12 თებერვალს ერთი დოლარი, ევრო, ფუნტი და თურქული ლირა?
🔵 „ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები … უყვარხარ დაიკოს“ – დღეს გიორგი შაქარაშვილი 21 წლის გახდებოდა
1773856106
ახალი ამბებიილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...































