"ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის" - რა ინფორმაცია ვრცელდება ევროპის პოლიტიკური წრეებიდან
"ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე", – ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განცხადების პროექტში ნათქვამია:
„პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნებისა და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ.
გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს.
ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს.
უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა – თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან – ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია.
ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია ტექსტში.
გამოცემის ცნობით, წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება, დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საქმეებში "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი იტყობინება, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍ნანა გეგეჭკორი: ჩააზუსტებინეთ მაინც, რომელ საქართველოზე საუბრობს
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































