საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები: მუსკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო) – 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით); 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო) – 04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335; ტელეფონი: +971 2 553 36 83; ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო ყატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071; ტელეფონი: +974 44 739 499; ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge.
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ყატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
1772463704
მსოფლიოირანული მედიის ცნობით, ხამენეის ცოლი ისრაელ-აშშ-ის საჰაერო იერიშების შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
ირანული მედიის ცნობით, უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე მანსურე ხოჯასტე გარდაიცვალა. ის 28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის ოფისზე განხორციელებული დარტყმების შემდ...
1772462403
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზ...
1772460456
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ასეთ ეკლექტურ ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებებს რაც შეიძლება აერთიანებდეს, არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი, მათ ამ გაერთიანების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ
„ასეთ ეკლექტურ ე.წ დაჯგუფებებს, რაც შეიძლება აერთიანებდეს, არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი. მათ არანაირი პერსპექტივა, აი, ამ გაერთიანების, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დ...
1772458655
მსოფლიოირანში სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპული ამერიკელების რიცხვი გაიზარდა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციის დროს დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ცნო...
1772456952
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, ჯერ ტანზე შემოიხია, მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ - გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან - ეგრევე „დაზადნა“
ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია, - თუ ჩემსავით კაი მამის შვილები ხართ, გამოდით და მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმი...






























