მეუფე შიო: ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას

„ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას… ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მართლმადიდებლობის ზეიმზე წარმოთქმულ მისალოც სიტყვაში.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ძვირფასო მამებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ, რამეთუ ვართ საქართველოს ეკლესიის შვილები, საქართველოს შვილები, რომელიც მოაქცია მოციქულთა ქადაგებამ და ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს ამ საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას და დღესაც თქვენი წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა.

ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ საოცარ მოვლენას: 1990 წელს ღვთის წყალობით და თქვენი დიდი ღვაწლით, თქვენი დაუღალავი შრომით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია. ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, თქვენ ბრძანდებოდით კონსტანტინოპოლში და ყოვლადუწმინდესის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის მიერ გადმოგეცათ და თქვენი სახით ყველას, ჩვენ, მთელ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი.

 

ეს იყო დიდი სიხარული, გამარჯვება მთელი ჩვენი ეკლესიისა; ეს იყო შედეგი, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი დიდი ღვაწლისა და დიდი ავტორიტეტისა.

 

ამ დიდ მოვლენას, რომელიც ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩვენი ერის და ეკლესიის ისტორიაში, წინ უძღოდა დიდი სამეცნიერო მუშაობა თქვენი და თქვენი თანამოსაგრე ადამიანებისა, მეცნიერებისა, სასულიერო პირებისა და ასევე, დიდი მუშაობა ეკლესიათაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით.

 

სწორედ თქვენი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება კიდევ ის არის, რომ ამ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩვენი ავტოკეფალია არის უძველესი დროიდან.

გილოცავთ კიდევ ერთხელ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ამ დიდ მოვლენას. მინდა, შვილებრივი სიყვარულით მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი ღვაწლისთვის. ჩვენ გვეამაყებით თქვენ; გვეამაყებით, როგორც ჩვენი სულიერი მამა; გვეამაყებით, როგორც წინამძღოლი, პატრიარქი და ერის მამა, ეთნარქი ნამდვილი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

 

ვევედრებით უფალს თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი დღეგრძელობისთვის, თქვენი სულიერი სიმხნევისთვის და ჩვენი, ყველას – ჩვენი ეკლესიისა და ერის – გადარჩენისა და გაძლიერებისთვის. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772462403

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზ...

მოძრაობა აღდგა

1772460456

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ასეთ ეკლექტურ ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებებს რაც შეიძლება აერთიანებდეს, არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი, მათ ამ გაერთიანების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ

„ასეთ ეკლექტურ ე.წ დაჯგუფებებს, რაც შეიძლება აერთიანებდეს, არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი. მათ არანაირი პერსპექტივა, აი, ამ გაერთიანების, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დ...

დავით მათიკაშვილი

1772458655

მსოფლიო

ირანში სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპული ამერიკელების რიცხვი გაიზარდა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციის დროს დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ცნო...

ირანში ირანში

1772456952

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, ჯერ ტანზე შემოიხია, მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ - გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან - ეგრევე „დაზადნა“

ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია, - თუ ჩემსავით კაი მამის შვილები ხართ, გამოდით და მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმი...

ჯაბა ხუბუა

1772456850

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6759 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი, ვალუტა