მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა იმ ენერგეტიკული პროექტების აჩქარება, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ ამოცანის განხორციელების პროცესში სახელმწიფოს ხედვასა და ნაბიჯებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტისგან შემდგარი, კომპლექსური ამოცანაა.
„პირველ რიგში, მიმდინარე ენერგო პროექტების აჩქარების სტიმულირება იყო ჩვენი მთავარი ამოცანა - რომ სახელმწიფოს შეეზღუდა ყველა შემაფერხებელი ბერკეტი, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინვესტორებს ჰქონოდათ პროექტების განვითარების სამართლიანი პირობები. შეფერხებული პროექტების აჩქარების მიზნით მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, კონკრეტული დათქმით, დაკისრებული ჯარიმების პატიების შესახებ. მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს ისეთი მსხვილი ჰესების პროექტები, მათ შორის როგორიცაა - ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანჰესი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი ჰესების პროექტების განხორციელების პროცესში საჭიროა კომუნიკაცია და გამჭვირვალობა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მუდმივი საუბარი ენერგეტიკის სექტორის ღირებულებაზე, თუ რას ნიშნავს ეს თითოეული მოქალაქისა და მთლიანად ქვეყნის მომავლისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია პროექტების სწორი მართვა და სწორი პარტნიორების შერჩევა იმისთვის, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული.
ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის თემაზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კიდევ ერთ მსხვილ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.
„ეს არის ისტორიული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროკავშირთან. პროექტი რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი - ერთი მხრივ საქართელოსა და ევროპას შორის კავშირი, მეორე მხრივ ეს არის საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის უდიდესი საექსპორტო შესაძლებლობა - ვსაუბრობთ დაახლოებით 1200 მგვტ სიმძლავრის კაბელზე. პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო და შიდა ინვესტორებში - ისინი ხედავენ, რომ, გარდა იმისა, რომ საქართველოს შიდა მოხმარებისთვის სჭირდება გენერაცია, ამავდროულად გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები ბერკეტი, რითიც მათ შეუძლიათ საქართველოში მათ მიერ გენერირებულ ელექტროენერგიას საექსპორტო პოტენციალით შეხედონ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა ე.წ. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან. მინისტრის შეფასებით, საქართველო თანამონაწილეა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ენერგეტიკული ინიციატივის, რომელიც პარალელური წყალქვეშა კაბელის პროექტს გულისხმობს, სადაც ექნება ასევე დიდი როლი და სივრცე იმისთვის, რომ შავი ზღვის კაბელის 1200 მგვტ-ს მიღმა ასევე მოახდინოს ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროკავშირში.
„შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სახელმწიფომ ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. მეორე მხრივ ჩვენ გადავდივართ თვისობრივად მართვის ახალ მოდელზე, რაც ურთიერთპასუხისმგებლობას და თანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენი ამოცანაა იმ თითოეული ენერგეტიკული პროექტის აჩქარება, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთოებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1765558507
ახალი ამბებიგური სულთანიშვილი: რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ, რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა - საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს
„ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან. ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგ...
1765556374
ახალი ამბებიპირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალურ...
1765556058
ახალი ამბებიგიორგი მდივანი: აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის აშკარა დაპირისპირებაა - აღმოსავლეთ ევროპა საკუთარი ლიდერებით ცდილობს ფუნდამენტურად ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების დაცვას და პირდაპირ ბრიუსელს უპირისპირდება
„ევროკავშირში ელექტორალურად ტრამპიზმის გამარჯვება ერთი ციკლით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. იქ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საგანია“, - განაცხადა „დღის...
1765553576
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროპას აშშ-თან ურთიერთობაში მოუწია თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა
„აშშ-სა და ევროპას შორის მსოფლმხედველობითი კრიზისია“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ გაიხსენა, რომ სხვის საქმეებ...
1765551429
ახალი ამბებიპროკურატურამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღ...































