მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ყოველდღიურ კავშირზე ვიმყოფებით ჩვენს კოლეგებთან, რამდენადაც ჩვენ ძალიან ბევრი სექტორი გვაკავშირებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს თანამშრომლობას შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთმანეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით ვოპერირებთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ინფრასტრუქტურების განვითარება, გამტარუნარიანობის ზრდა, რათა ჩვენმა ქვეყნებმა გააგრძელონ და შექმნან ის უპირატესობა, რომ შუა დერეფანი იყოს ერთ-ერთი გამორჩეული სატრანსპორტო მარშრუტი“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე და თითქოსდა საქართველოს მხრიდან ტვირთების მაღალ სატარიფო ფასზე. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ეს საფუძველს მოკლებული ინფორმაციაა.
„ჩვენი ურთიერთობები არის მეგობრული, თანამშრომლობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. სამაგალითოა ის კავშირები რაც ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თითოეულ უწყებასთან გვაქვს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში საქართველომ შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი, და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება. ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმის, თუ რამდენად კეთილგანწყობაზე, პარტნიორობაზე, მშვიდობაზე და რეგიონში სტაბილურობაზე არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ყველა სექტორში ეს იქნება ტრანსპორტი, ენერგეტიკა თუ სხვა მიმართულება, აზერბაიჯანი საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა.
„ელექტროენერგიის იმპორტის ნაწილში საქართველოსთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. მეორე მხრივ, ასევე ვთანამშრომლობთ გაზის იმპორტის ნაწილშიც და ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები 2027 წლისთვის. გეგმაზომიერად მივყვებით და დარწმუნებული ვარ, დადებითად დასრულდება ეს მოლაპარაკებაც, რაც ორ ქვეყანას ამ ფორმატშიც აკავშირებს“- აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, სწორედ ამ პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე დაყრდნობით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ძალიან დიდი რესურსი მიმართოს უშუალოდ საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე.
„დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე იმისათვის, რომ გაზრდილიყო საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ტრანზიტული ქვეყნის როლი კიდევ უფრო გამყარდეს და განაგრძოს, იყოს კონკურენტუნარიანი პარტნიორი. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება უშუალოდ საქართველოს რკინიგზაში, რის ფარგლებშიც მოხდება განვითარება და მათ შორის, ლოკომოტივების პარკის დამატება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის ფარგლებშიც გაორმაგდა გამტარობა, რაც საქართველოს რკინიგზას აქვს. ასევე ძალიან მალე სრულიად რეგიონი-აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ვიზეიმებთ ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას, რომელსაც ექნება უმნიშვნელოვანესი როლი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1765558507
ახალი ამბებიგური სულთანიშვილი: რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ, რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა - საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს
„ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან. ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგ...
1765556374
ახალი ამბებიპირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალურ...
1765556058
ახალი ამბებიგიორგი მდივანი: აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის აშკარა დაპირისპირებაა - აღმოსავლეთ ევროპა საკუთარი ლიდერებით ცდილობს ფუნდამენტურად ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების დაცვას და პირდაპირ ბრიუსელს უპირისპირდება
„ევროკავშირში ელექტორალურად ტრამპიზმის გამარჯვება ერთი ციკლით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. იქ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საგანია“, - განაცხადა „დღის...
1765553576
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროპას აშშ-თან ურთიერთობაში მოუწია თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა
„აშშ-სა და ევროპას შორის მსოფლმხედველობითი კრიზისია“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ გაიხსენა, რომ სხვის საქმეებ...
1765551429
ახალი ამბებიპროკურატურამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღ...































