ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისგანცხადებით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია და მათ საკმაოდ კონკრეტული ფორმა მიიღეს. ამის შესახებ პრემიერმა სამშაბათს, პარლამენტში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
ფაშინიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესების სიწმინდესა და შიდაპოლიტიკურ ლეგიტიმურობაზე.
„ᲓᲦᲔᲡ ᲩᲕᲔᲜ ᲣᲜᲓᲐ ᲨᲔᲕᲥᲛᲜᲐᲗ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲔᲑᲘ ᲘᲛᲘᲡᲐ, ᲠᲝᲛ ᲫᲐᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲐᲛᲝᲛᲠᲩᲔᲕᲚᲘᲡ ᲛᲝᲡᲧᲘᲓᲕᲘᲗ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲔᲑᲣᲚᲜᲘ, ᲡᲝᲛᲮᲔᲗᲨᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲘᲡ ᲛᲝᲞᲝᲕᲔᲑᲘᲡ ᲐᲠᲐᲜᲐᲘᲠᲘ ᲨᲐᲜᲡᲘ ᲐᲠ ᲰᲥᲝᲜᲓᲔᲗ“, - ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲐ ᲛᲐᲜ.
მისივე თქმით, პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ საგარეო წნეხზეც, რომელიც ქვეყანაში კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის აღმოფხვრის პროცესს ახლდა თან. ფაშინიანის განმარტებით, ამ პროცესებმა სომხეთის უსაფრთხოებას გარკვეული საფრთხეები შეუქმნა.
„ᲘᲧᲝ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲔᲑᲘ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲛᲘᲕᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲘᲗ ᲖᲦᲕᲐᲠᲡ, ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲙᲕᲔᲗᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲐᲪ ᲒᲐᲕᲐᲪᲜᲝᲑᲘᲔᲠᲔᲗ, ᲠᲝᲛ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲖᲔᲬᲝᲚᲘᲡ ᲒᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲐᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲝᲐ ᲒᲐᲛᲝᲔᲬᲕᲘᲐ ᲡᲐᲞᲐᲡᲣᲮᲝ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘ ᲔᲒᲖᲘᲡᲢᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘᲗ ᲡᲝᲛᲮᲔᲗᲘᲡᲗᲕᲘᲡ“, - ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ ᲤᲐᲨᲘᲜᲘᲐᲜᲛᲐ.
თუმცა, პრემიერ-მინისტრმა იქვე დაამატა, რომ ამ დროისთვის აღნიშნული საფრთხეები და რისკები უკვე დაძლეულია და ისინი აღარ არსებობენ.
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...
1781619014
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ
„სად მიღებ, რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...






























