ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ილია ღუდუშაურის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გუგა თავბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი – 8 525 876 ლარი შესთავაზა.
„აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს“, - განაცხადა გუგა თავბერიძემ.
1780828784
ახალი ამბებიკალანდარიშვილი სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე: იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული
„ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარუდგენთ საარჩევნო...
1780827865
ახალი ამბებიანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ“ მომგვევლინა, კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო“ - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?
ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ...
1780826386
ახალი ამბებიობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? - საქმე ისაა, რომ ის სულ იტყუება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკ...
1780824732
ახალი ამბებიშიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...
1780822962
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, - ასე ეხმიანება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ...































