გადატრიალებას ყველა იმიტომ კი არ ერიდება, რომ ვინმეს რამის ეშინია, უბრალოდ ქვეყანას ვუფრთხილდებით - ნინო ბურჯანაძე
განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ დეპოლარიზაციაზე გააკეთა, დაგვიანებულია, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი-მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დაგვიანებულია, რადგან ჩვენ ყველამ დავინახეთ ის, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მეტიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თავისი განცხადებებით, მოქმედებებით და პასიურობით, იმით, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აქტიურობდა, ჩვენ ეს შანსი გადაგვივადა. როდესაც ერთი დღით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძახი ავადმყოფებს, უსუსურებს, არარაობებს და ამბობ, ექიმი სჭირდებათ, მეორე დღეს კონსოლიდაციასა და დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი უბრალოდ, არანაირად არ ჩანს, რომ გულწრფელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად უჭერს მხარს იმ აქციებს, რომელიც ახლა რუსთაველზე იმართება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები ძალიან ბევრი და პრაქტიკულად, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ახალგაზრდა ნამდვილად არ მინახავს მიტინგზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს აქციები სწორედაც, არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ არ არის ორგანიზებული და ეს არის სწორედ საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინიციატივა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ის ასევე ემხრობა მოთხოვნას, რომ მოქმედი მთავრობა უნდა წავიდეს, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა აღარ იყოს.
„რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ვერც იმის პრობლემას ვხედავ, რომ იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ. იმიტომ, რომ ეს იქნება ხანმოკლე პერიოდის მთავრობა და ეს არის სრულიად ნათელი. მან უნდა მოამზადოს არჩევნები. იმიტომ, რომ გადატრიალებას ხომ არავინ არ აპირებს?! ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს. ტექნიკურმა მთავრობამ არჩევნები უნდა მოამზადოს, ჩაატაროს ნორმალური არჩევნები და არჩევნების შემდეგ, როდესაც საზოგადოება გამოვა, უკვე თავისუფალ არჩევნებში გადაწყვეტს, რომელ პარტიას მეტი ხმა მისცეს და რომელ პარტიას ნაკლები. ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციები. გადატრიალებას ყველა იმიტომ კი არ ერიდება, რომ ვინმეს რამის ეშინია, უბრალოდ ქვეყანას ვუფრთხილდებით და ძალიან კარგად გვესმის ის, რომ კიდევ ერთი გადატრიალება, კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება და კიდევ ერთი დიდი არეულობა ქვეყნისთვის იქნება დამანგრეველი, მაგრამ ამაზე პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად მოქმედების პირობებში რამდენად რეალისტურია სამოქალაქო სექტორის იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც გუშინდელ აქციაზე გამოითქვა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი ხედვა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, რადგან სხვა პოლიტიკური აქტორებისგან განსხვავებით, ის ყოველთვის ღიად საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობაზე და არ ერიდებოდა ისეთ ნაბიჯებს, როგორიც მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მისი ვიზიტები იყო, ხოლო ის ადამიანები, რომელთან ერთადაც დღეს აქციაზე „შინ ევროპისკენ“ დგას, მას პრორუს პოლიტიკოსად მოიხსენიებენ და რუსეთთან ურთიერთობის მისეულ ხედვას არ იზიარებენ, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მისი პრორუსულ პოლიტიკოსად მოხსენიება მხოლოდ კლიშე იყო, თორემ მისი მხრიდან ვერც ერთ პრორუსულ განცხადებას ვერასოდეს ვერავინ მოიყვანს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს
1793794247
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს“,- განაცხად...
1793793858
ახალი ამბებიტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშვე...
1793793373
ახალი ამბებინინო წილოსანი: პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია
„პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება...
1793791998
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი ყაზახეთში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ყაზახეთის შინაგან საქმ...
1793791910
ახალი ამბებიპროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე „დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუს...






























