გამსახურდია ნინო ჟიჟილაშვილის სტატუსზე: მსგავსი სისულელე, საერთოდ არც ჭორად გამიგია და რეალობაში რომ მომხდარიყო, ხომ საერთოდ, ძალიან უნდა ორღობის ჭორიკანა ტელევიზია „ფორმულას“ და მის აქტორ ჟიჟის მუხტის აწევა, მაგრამ ამისთანა ცრუპენტელობით?

გიორგი გამსახურდია „ფორმულას“ ჟურნალისტის ნინო ჟიჟილაშვილის ფეისბუკ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ჟიჟილაშვილი ვარშავის აეროპორტში ევროკავშირის საზღვრის კვეთისას მომხდარ ფაქტზე ჰყვება.

კერძოდ, ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ საზღვრის კვეთისას დასმულ კითხვაზე, თანამშრომლობს თუ არა საქართველოს მთავრობასთან? - არა - აღმოჩნდა ის სწორი პასუხი, რომლის შემდეგაც ევროკავშირში შეუშვეს.

გამსახურდია აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ ჭორის დონეზეც კი არ გაუგია.

„ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის რომ სულ გზაში ვარ, უფრო მეტ დროს ვატარებ გზაში, ვიდრე სახლში. საიდან მოსდით აი, ეს ფანტაზიები, ან ვინ კარნახობს, ვინ უწერს? პოლონური ძალოვანი უწყებები კიდევ, მაგას სულ აღვნიშნავ, რომ ჩემი მეორე ოჯახია და მსგავსი სისულელე, საერთოდ არც ჭორად არ გამიგია და ნუ, რეალობაში რომ მომხდარიყო, ხომ საერთოდ. ძალიან უნდა ორღობის ჭორიკანა ტელევიზია ფორმულას და მის აქტორ ჟიჟის მუხტის აწევა, მაგრამ ამ ფორმით? აი, ამისთანა ცრუპენტელობით? აქ მაინც არ ვიყო“, - წერს გამსახურდია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782501060

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782498424

მსოფლიო

პეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია

ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...

მცირე ზომის თვითმფრინავი

1782496902

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება

2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782495430

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ

„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782494318

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...

ლევან მაჭავარიანი