გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები.

კანონპროექტი თანამდევ საკითხებთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვითი შეფასების სფეროსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რეგულაციების დაზუსტებას.

პროექტის თანახმად, იცვლება ცალკეულ სამართალდარღვევათა შემადგენლობები, ზუსტდება პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები და წესდება ახალი ადმინისტრაციული სანქციები გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის.

კანონპროექტით დგინდება შესაბამისი გაფრთხილების, ჯარიმისა და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში გაზრდილი სანქციების მექანიზმები.

კომიტეტის სხდომაზე თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს კანონების გარკვეული მუხლების ძალაში შესვლის თარიღის ერთი წლით გადავადებას - 2026 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2027 წლის 1 სექტემბრამდე.

ზურაბ ეზუგბაიამ კომიტეტის წევრებს „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებები თანმდევ პროექტებთან ერთად წარუდგინა.

კანონპროექტის მიზანია სატყეო სექტორში არსებული სისტემური პრობლემების მოგვარება, ტყის დეგრადაციის შეჩერება და ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა.

პროექტი ითვალისწინებს ტყის დაცვის გაძლიერებას, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ახალი მოდელის დანერგვას, ასევე, ტყის რესურსებით სარგებლობის რეგულაციების დახვეწას.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუბრუნდება.

კანონპროექტის თანახმად, კოდექსში ჩნდება ტერმინი - ტყის ფიზიკური დაცვა (ტყის მცველი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების და გაძლიერების მთელ რიგ ღონისძიებებს.

კომიტეტის წევრებმა, ასევე, მეორე მოსმენით განიხილეს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაინტერესებული პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ვადები, წესრიგდება ხარვეზის დადგენისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინების შეჩერების პროცედურები, ზუსტდება მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმების განხილვისა და შეთანხმების ეტაპები.

სხდომაზე ასევე განიხილეს „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, 21 761 ჰექტარზე ცივ-გომბორის ეროვნული პარკი შეიქმნება. ასევე, შეიქმნება - სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰექტარზე და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი 17 562 ჰექტარზე.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს უფლებამოსილებებს აღნიშნული დაცული ტერიტორიების მართვის მხრივ და აგრეთვე, თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულ საქმიანობებს.

ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და სიღნაღის აღკვეთილის მართვას სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

სახელმწიფო ტყის მართვას, რომელიც ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში შედის, კვლავ სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს.

აღნიშნული კანონიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის საფუძველზე ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780667956

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან. ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება

ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება. ჯანდაცვის პროგრამა რამდენსაც წარმოადგენდა 2012 წლისთვის, იმაზე მეტი იხარჯება მხოლოდ ონკ...

მიხეილ სარჯველაძე

1780665654

საზოგადოება

ლაშა ბუღაძე: სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა - ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, ამდენი არაზრდასრული კაცი!

ლაშა ბუღაძე „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და სააკაშვილ-მელიას კამათს „მამა-შვილურ-ფროიდისტულ კინკლაობას“ უწოდებს, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილეებს - „არაზრდასრულ...

ლაშა ბუღაძე

1780665034

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6638 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6647 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1780663482

საზოგადოება

გურამ დუმბაძე: მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ჩვენ ამით მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ, გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში

ყველა რეფორმა, რომელიც დავაინიცირეთ, შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების, მშენებელთა ასოციაციის, ბიზნესასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, - განაც...

გურამ დუმბაძე

1780663007

საზოგადოება

გვარამია ბოკუჩავას: „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია

მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ, - წერს „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით, რომელმაც მის პა...

გვარამია