ლაშა ბუღაძე: სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა - ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, ამდენი არაზრდასრული კაცი!

ლაშა ბუღაძე „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და სააკაშვილ-მელიას კამათს „მამა-შვილურ-ფროიდისტულ კინკლაობას“ უწოდებს, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილეებს - „არაზრდასრულ კაცებს“.

ბუღაძე აზიარებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს.

როგორც ბუღაძე აცხადებს, ოპოზიციამ ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, მაინც უნდა შეახსენოს, „ვინაა ქვეყნის მტერი“.

„ცხადია, სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს… ნოდარ ნათაძემ რომ ბორჯომი შეასხა ვახტანგ რჩეულიშვილს და ორივეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეგონა ეს ფაქტი, ვიდრე საკუთარი უმნიშვნელობის აღქმა პრობლემებში ჩაძირული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისათვის…

ალბათ არც პრესკონფერენციის გამართვა ღირს ამხელა საფრთხეზე ჩვენი მოქალაქეებისათვის და არც იმაზე რეაგირება, რა ხდება ოცნების თავს თუნდაც მარკო რუბიოს განცხადების მერე. ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს… ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად. ამდენი არაზრდასრული კაცი!“,  - წერს ბუღაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780663007

საზოგადოება

გვარამია ბოკუჩავას: „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია

მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ, - წერს „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით, რომელმაც მის პა...

გვარამია

1780662177

საზოგადოება

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტ...

პარლამენტის კომიტეტებ

1780657895

საზოგადოება

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო

კულტურის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის...

კულტურის კომიტეტ

1780657091

საზოგადოება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ვერავინ ნახავს ვერცერთ გამოსვლაში, რომ ჩვენ და 5 ნომერი ვართ ერთი - ნიშნავს თუ არა ეს რომ არსად, არასდროს 4-იანის რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე ენმ-ს მხარდამჭერისთვის რომ 4-იანი და 5-იანი ერთია?

მე დავსწრებივარ კოალიციის მინიმუმ 2-3 შეხვედრას მაინც, დასაწყისში, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა, ანუ იმის საპირისპირო რასაც...

პოლიტიკოსი

1780656459

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელეებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ დომინაცია უნ...

ჟურნალისტი ზოგადი