გვარამია ბოკუჩავას: „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია
მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ, - წერს „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით, რომელმაც მის პარტიასა და მიხეილ სააკაშვილზე გვარამიას მხრიდან თავდასხმას მოულოდნელი უწოდა.
გვარამიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“, „ოპოზიციის ალიანსის“ საქმიანობაში ელემენტარულ მონაწილეობას მაინც მიიღებს. ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ ბოკუჩავას მხრიდან პარტია "ახალში" არსებულ ტურბულენტობაზე საუბარი არასერიოზულია იმ ფონზე, რომ თავად „ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო რამდენიმე წელია, სკანდალურად იცვლებიან თავმჯდომარეები.
„წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამიხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება ენმ. იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები. ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც. რაც შეეხება თამარ ბაღაშვილის კომენტარს მიშა სააკაშვილზე ჩემი თავდასხმის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება და სამწუხარო მოსასმენია.
PS ნაცმოძრაობა, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
თინა ბოკუჩავამ „ფორმულას" ეთერში განაცხადა:
„არ მეგონა, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" ნიკა გვარამიას მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განპირობებული იმ შიდა პარტიული ტურბულენციით, რაც თავად "ახალშია". ვფიქრობ, რომ ამ პერიპეტიებმა განაპირობა ის, რომ მან ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა, მე ამას მივაწერ ასეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებული დამტოვა. რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იქ საუბარი იყო რამდენად ქმედითუნარიანია თავად პარტია და ა.შ., მერწმუნეთ, ვინ ვინ და, მე გადასარევად მესმის, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს პარტია“.
1780656459
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელეებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ დომინაცია უნ...
1780655264
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავას ეროვნული ხელოვნების ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში ოფიციალ...
1780655212
ახალი ამბებიპროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...
1780654100
ახალი ამბებითბილისში საცხოვრებელ ბინაში 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ცნობით, ახალგაზრდების ძებნა ოჯახის წევრმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოვიდნენ. ახალგა...
1780653912
საზოგადოებასაქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო...



























