მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა რა თქმა უნდა, მტკიცებულებები, რომლებმაც მოიყარა თავი და საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გააზრებული და არა იმპულსური გადაწყვეტილებებია
კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. აქაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა - ერთი მხრივ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუფრთხილებლად მივიღოთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის სინდრომის მკურნალობის და ამ თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დასაწყისიდანვე პაციენტი ბავშვების მშობლების პოზიცია იყო, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა ყოფილიყო მიღებული.
„განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მიღებული ყოფილიყო კონკრეტული გადაწყვეტილებები. დასაწყისიდანვე მშობლების პოზიცია იყო, რომ არ უნდა დაველოდოთ მტკიცებულებებს, არ უნდა გავარკვიოთ და გადაწყვეტილებები უფრო ნაჩქარევად, სწრაფად უნდა მივიღოთ.
ამასთან დაკავშირებით მე მაინც მგონია და ამ პოზიციაზე ვიყავი თავიდანვე, რომ გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა რა თქმა უნდა, მტკიცებულებები, რომლებმაც მოიყარა თავი და საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გააზრებული და არა იმპულსური გადაწყვეტილებებია.
თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერც ერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ, რომ მათ ეჩქარებოდათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მშობლებმაც კარგად იციან, ჯერ კიდევ 2024 წლიდან, რაც მათთან თანამშრომლობა და მუშაობა მაქვს, აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. აქაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა - ერთი მხრივ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუფრთხილებლად მივიღოთ.
ბუნებრივია, რომ ურთიერთობების გამწვავების ფონზე გავაგრძელეთ მუშაობა და საზოგადოებას ვამყოფებდით საქმის კურსში. ბოლოს, როდესაც ჟენევაში ვიმყოფებოდი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, დაახლოებით 15 სახელმწიფოს ჯანდაცვის მაღალი თანამდებობის პირებთან, კლინიკურ სექტორთან მქონდა შეხვედრები. იქაც გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია. ამ მუშაობამ დიდწილად ხელი შეუწყო იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება გამხდარიყო შესაძლებელი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კითხვაზე, როდის არის მოსალოდნელი სამუშაო ჯგუფის მუშაობის პირველი შედეგი, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ძნელი სათქმელია.
„ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებული იქნება მათ შორის იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც გვექნება მოლაპარაკებები, კომუნიკაცია, კონსულტაციები და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვემზადებით ამ პროცესისთვის, რაც შეიძლება, სწრაფად. ამ დაავადებაზე მუშაობის დამახასიათებელი პრინციპია, რომ დაყოვნების გარეშე იქნება გადადგმული ყველა საჭირო ნაბიჯი. მხოლოდ გარკვეულ ნაბიჯებს შეიძლება, ობიექტურად სჭირდებოდეს წინასწარ გარკვეული მომზადება. ყველა ნაბიჯი დაყოვნების გარეშე იქნება გადადგმული თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პროცესი ამავე დაკვირვებით, ყურადღებით წარიმართოს, ყოველგვარი რისკი იყოს გამორიცხული და მაქსიმალური იყოს სარგებელი, რომელსაც ბენეფიციარები მიიღებენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებითან პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.
1780667956
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან. ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება
ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება. ჯანდაცვის პროგრამა რამდენსაც წარმოადგენდა 2012 წლისთვის, იმაზე მეტი იხარჯება მხოლოდ ონკ...
1780665654
საზოგადოებალაშა ბუღაძე: სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა - ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, ამდენი არაზრდასრული კაცი!
ლაშა ბუღაძე „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და სააკაშვილ-მელიას კამათს „მამა-შვილურ-ფროიდისტულ კინკლაობას“ უწოდებს, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილეებს - „არაზრდასრულ...
1780665034
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6638 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6647 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1780663482
საზოგადოებაგურამ დუმბაძე: მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ჩვენ ამით მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ, გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში
ყველა რეფორმა, რომელიც დავაინიცირეთ, შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების, მშენებელთა ასოციაციის, ბიზნესასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, - განაც...
1780663007
საზოგადოებაგვარამია ბოკუჩავას: „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია
მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ, - წერს „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით, რომელმაც მის პა...



























