ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის - მათი მოთხოვნები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს და რიგით მე-9 შეხვედრას რაჭაში, ამბროლაურში მართავს. შეხვედრა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით წარიმართება.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ახალგაზრდების ხედვები და სამომავლო გეგმები საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის.

მისივე თქმით, ახალგაზრდების მოთხოვნებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს.

„მათი ხედვები და სამომავლო გეგმები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. იცით, რომ დღეს რაჭაში შეხვედრა გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობას, ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მოთხოვნები, სურვილები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780665654

საზოგადოება

ლაშა ბუღაძე: სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა - ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, ამდენი არაზრდასრული კაცი!

ლაშა ბუღაძე „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და სააკაშვილ-მელიას კამათს „მამა-შვილურ-ფროიდისტულ კინკლაობას“ უწოდებს, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილეებს - „არაზრდასრულ...

ლაშა ბუღაძე

1780665034

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6638 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6647 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1780663482

საზოგადოება

გურამ დუმბაძე: მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ჩვენ ამით მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ, გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში

ყველა რეფორმა, რომელიც დავაინიცირეთ, შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების, მშენებელთა ასოციაციის, ბიზნესასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, - განაც...

გურამ დუმბაძე

1780663007

საზოგადოება

გვარამია ბოკუჩავას: „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია

მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ, - წერს „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით, რომელმაც მის პა...

გვარამია

1780662177

საზოგადოება

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტ...

პარლამენტის კომიტეტებ