გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 339 ახალგაზრდა გაივლის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებენ.

უწყების ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან. პროგრამა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით მიმდინარეობს, განკუთვნილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილების მიღება სახელმწიფო უწყებაში სურთ.

„სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში გამოცხადებულ 339 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 2469 ახალგაზრდამ შემოიტანა. დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე 27 სტაჟიორს მიიღებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოცხადებულია 15 ვაკანტური პოზიცია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით 105 სტაჟიორს მიიღებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. ღვინის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირების შესაძლებლობა 2 კანდიდატს ექნება.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 4 პოზიციაზე სთავაზობს ახალგაზრდებს, ხოლო ველური ბუნების ეროვნული სააგენტო - 2-ზე. ეროვნულ სატყეო სააგენტოში გამოცხადებულია 94 პოზიცია, ძირითადად მეტყევეობის მიმართულებით. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში სტაჟირების კონკურსი 7 პოზიციაზეა გამოცხადებული, ხოლო გარემოს ეროვნულ სააგენტოში - 26, მათ შორის უმეტესად ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ანაზღაურებად სტაჟირებას 14 სტაჟიორს ცენტრალურ და რეგიონულ ლაბორატორიებში სთავაზობს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 3 სტაჟიორის მიღებას გეგმავს. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში - 5, ხოლო მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტში 3 ვაკანტური ადგილი არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება შპს „საქართველოს მელიორაციას“, ის ანაზღაურებად სტაჟირებას 8 ახალგაზრდას სთავაზობს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გასულ წელს ანალოგიური პროგრამის ფარგლებში სამინისტროში სტაჟირება 69 ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 19 უკვე სამინისტროს სისტემაში მუშაობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758315318

მსოფლიო

ტრამპი 25 სექტემბერს თეთრ სახლში ერდოღანს უმასპინძლებს

25 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლებს. „მოხარული ვარ, 25 სექტემბერს თეთრ სახლში ვუმასპინძლო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდო...

ტრამპი 25 სექტემბერს თეთრ სახლში ერდოღანს უმასპინძლებს

1758313338

მსოფლიო

„თალიბანმა“ ავღანეთის უნივერსიტეტებში ქალების მიერ დაწერილი წიგნები აკრძალა

„თალიბანის“ მთავრობამ ავღანეთის უნივერსიტეტების სასწავლო სისტემიდან ქალების მიერ დაწერილი წიგნები ამოიღო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ქალების მიერ დაწერილი დაახლოებით 140 წიგნი, მათ შორის „შარიათისა დ...

„თალიბანმა“ ავღანეთის უნივერსიტეტებში ქალების მიერ დაწერილი წიგნები აკრძალა

1758311442

სპორტი

18 წლის ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 18 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელ ახმადი ბალუტაკი 9:7...

18 წლის ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

1758309305

ახალი ამბები

🎥 დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით შეხვდება - ნახეთ, რა ღონისძიებები გაიმართება 20-21 სექტემბერს

20-21 სექტემბერს, „თბილისობის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.  დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით შეხვდება. სახალხო დღესასწაულის მთავარი ღონისძიებები რიყის პარკსა დ...

თბილისობა

1758308473

საზოგადოება

საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ

ამ წლის 19 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, საპატრიარქოში ღირებულებითი გან...

საპატრიარქო