საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ

ამ წლის 19 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე 50 სასულიერო პირს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ღირებულებითი განათლების პროგრამა 2024 წლიდან შემუშავდა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით, რაც საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების გახსნას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, ღირებულებითი განათლების კლუბი გახსნილია 50 საჯარო სკოლაში და პროგრამაში ჩართულია 1000-ზე მეტი საბაზო საფეხურის მოსწავლე. მსურველი მოსწავლეებისთვის კვირაში ერთხელ ტარდება საკლუბო შეხვედრები, რომლებსაც სასულიერო პირები სკოლის მასწავლებლებთან ერთად უძღვებიან.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა არაფორმალური განათლების გზით ააქტიურებს მესამე კატეგორიის ცოდნას, ეხმარება სწავლა-სწავლების პროცესს და საბოლოო შედეგით აჯანსაღებს საზოგადოებას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
1758302821
ახალი ამბებიარაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი: განვიხილეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი განვითარების საერთო პრიორიტეტებსა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას
„დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან განვიხილეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი განვითარები...
1758302613
ახალი ამბებითინათინ რუხაძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან მაკსატ მამიტკანოვთან. შეხვედრაზე განიხილეს კულტურის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი...
1758300709
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციონერების ვიზიტებზე: ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან და ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვაშინგტონში და „ლელოს“ წევრების ბრიუსელში ვიზიტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ოპ...
1758298944
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პ...
1758296466
ახალი ამბებიპრემიერი: დარწმუნებული ვარ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს
„საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართვე...