ლევან მაჭავარიანი ხელისუფლების დამხობის მოწოდებებზე: რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ, თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს ეხება. ის შეეხო მათ მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრის აქციასაც და განაცხადა, რომ ოპოზიციას „არაფერი გამოუვა, რადგან სახელმწიფო დგას მყარად“.

მან, ასევე, ისაუბრა „ლელოს“ განცხადებაზე, რომელიც უერთდება 4 ოქტომბრის აქციას და განაცხადა, რომ ისინიც ვერ ელევიან რადიკალურ ხაზს და უფრო მეტ ფსონს აკეთებენ რადიკალური სცენარის განვითარებაზე.

„რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერს არაფერი გამოუვათ მიუხედავად იმისა, რომ მოდუნების საშუალება არავის გვაქვს და რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ. თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და შესაბამისად, არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას. „ლელოს“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიც შეუერთდებიან 4 ოქტომბრის აქციას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი ვერ ელევიან იმ რადიკალურ ხაზს, რა ხაზსაც მიჰყვებიან ამ წლების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქცია იმგვარად არის ჩაშლილი, რომ „ლელო“ და გახარია რაღაცნაირად უნდა გამიჯნონ ამ რადიკალიზმისგან, მაინც ვერ იმიჯნებიან და საბოლოო ჯამში, იქ აღმოჩნდებიან. თან იციან, წინასწარ რა შედეგიც დადგება, კუპრაძეს რომ წარადგენენ კანდიდატად რა თქმა უნდა, წინასწარ იციან, რომ განწირულები არიან. პირდაპირ შეურაცხყოფაა თავიანთი ამომრჩევლისთვის და შესაბამისად, უფრო მეტ ფსონს აკეთებენ რადიკალური სცენარის განვითარებაზე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758356992

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ

„რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ საზოგადოებასთან“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წ...

დავით მათიკაშვილი

1758355535

საზოგადოება

2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის საერთო ღირებულებამ 565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები - 172.6 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვი...

სასმელი

1758351657

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 339 ახალგაზრდა გაივლის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებენ. უწყების ინფორმაციით, შერჩეული კა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1758349647

ახალი ამბები

პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1758348930

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 2018 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთი პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...

დაკავება, პოლიცია