პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.შ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, თ.შ.-ს მიერ მითითებული ადგილებიდან 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758311442

სპორტი

18 წლის ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 18 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელ ახმადი ბალუტაკი 9:7...

18 წლის ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

1758309305

ახალი ამბები

🎥 დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით შეხვდება - ნახეთ, რა ღონისძიებები გაიმართება 20-21 სექტემბერს

20-21 სექტემბერს, „თბილისობის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.  დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით შეხვდება. სახალხო დღესასწაულის მთავარი ღონისძიებები რიყის პარკსა დ...

თბილისობა

1758308473

საზოგადოება

საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ

ამ წლის 19 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, საპატრიარქოში ღირებულებითი გან...

საპატრიარქო

1758307282

სპორტი

ქართველი მოჭიდავე გელა ბოლქვაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ხორვატიაში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ფინალი ირანელ ჯავად ფაროხისენიანთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალურ შეხვედრ...

 გელა ბოლქვაძე

1758304864

ახალი ამბები

კახა კალაძე ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გეგმებზე: ეს არის სრული სისულელე და ბლეფი

„ეს არის სრული სისულელე და ბლეფი. აბა, გაბედოს ვინმემ და კანონის წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინოს. ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კა...

კახა კალაძე