ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის სანქციებზე: რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება მაინც დადონ, რით გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში - ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები

„დასანქცირების აბსურდი გრძელდება“, - ამ სიტყვებით აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს თავად აქვს პრობლემები შიდა პოლიტიკაში, რამდენადაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის პრეზიდენტსა და ადმინისტრაციასაც ჰქონდა საუბარი მათ ერთ-ერთ ოპოზიციონერ ლიდერთან.

„აბსოლუტურად უაპელაციოდ, რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება დადონ ან ერთი მაგალითი მოიყვანონ, რით გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში ჩვენს პირობებში. ფიზიკურად მაგალითს ვერ მოიყვანენ. კონკრეტულად ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, მე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერი ბრძანდებოდა აშშ-ში, ბატონ ტრამპსა და ადმინისტრაციას შეხვდა. სერიოზული კრიტიკა მიდის აშშ-ის მხრიდან ბრიტანეთის მისამართით, იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება და ათობით ათასი ადამიანი არის დაკავებული იმისთვის, რომ facebook-ზე რაღაც კონსერვატორული ღირებულებების და მიმართულებების პოსტებს აქვეყნებენ, შესაბამისად, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა ბრიტანეთისთვის, ჩვენ ვიხილეთ ძალიან სერიოზული აქციები მიგრაციის პოლიტიკის საპირისპიროდ და შესაბამისად, ჯობია თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ და მოაწესრიგონ თავის ქვეყანაში დემოკრატია“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758356992

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ

„რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ საზოგადოებასთან“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წ...

დავით მათიკაშვილი

1758355535

საზოგადოება

2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის საერთო ღირებულებამ 565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები - 172.6 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვი...

სასმელი

1758351657

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 339 ახალგაზრდა გაივლის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებენ. უწყების ინფორმაციით, შერჩეული კა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1758349647

ახალი ამბები

პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1758348930

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 2018 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთი პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...

დაკავება, პოლიცია