2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის საერთო ღირებულებამ 565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები - 172.6 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები - 165.6 მლნ აშშ დოლარი, მინერალური და მტკნარი წყლები - 114.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - 112.9 მლნ აშშ დოლარი. სასმელებთან ერთად, ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვა პროდუქტებსაც. ქვეყნიდან ექსპორტირებულია კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) 59.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი - 46.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების და მოცვი - 45.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2025 წელს მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა რიგ აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კარტოფილი, რომლის ექსპორტი 25.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 29-ჯერ გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებელს. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტში (ზრდა: 21.5 მლნ აშშ დოლარი; 23%), გადამუშავებული თხილისა და ფსტის (ზრდა: 18.8 მლნ აშშ დოლარი; 67%), კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილი; ზრდა: 18.6 მლნ აშშ დოლარი; 46%), მოცვის (ზრდა: 17.6 მლნ აშშ დოლარი; 63%), ხოლო თესლოვანი ხილის (ძირითადად ვაშლი) ექსპორტში – 6.2 მლნ აშშ დოლარის ზრდა დაფიქსირდა, რაც 4.5-ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758356992

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ

„რადიკალურ ოპოზიციას რეალურად არ ჰყავს მხარდამჭერები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც არანაირ წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ აწარმოებენ საზოგადოებასთან“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წ...

დავით მათიკაშვილი

1758351657

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 339 ახალგაზრდა გაივლის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებენ. უწყების ინფორმაციით, შერჩეული კა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1758349647

ახალი ამბები

პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1758348930

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 2018 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთი პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...

დაკავება, პოლიცია

1758315318

მსოფლიო

ტრამპი 25 სექტემბერს თეთრ სახლში ერდოღანს უმასპინძლებს

25 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლებს. „მოხარული ვარ, 25 სექტემბერს თეთრ სახლში ვუმასპინძლო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდო...

ტრამპი 25 სექტემბერს თეთრ სახლში ერდოღანს უმასპინძლებს