გარემოს ეროვნული სააგენტო: 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი

24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი, - უახლოესი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს - უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს - უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, +3, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -13, დღისით -3, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

☁️ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -7, -12, დღისით +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

☁️ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

☁️ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8 -13, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

☁️ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -18, დღისით -1, -6 გრადუსი დაფიქსირდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768920605

ახალი ამბები

გიორგი სვანიძე: ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე დეპუტატებთან ერთად სოფელ დარბაზში, ბალიჭსა და ტანძიაში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბოლნისის მუნიციპალიტეტში გზე...

გიორგი სვანიძე:

1768919225

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ც...

დავით სონღულაშვილი

1768918638

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ფიშერზე: თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი

როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხ...

ნინო წილოსანი

1768917041

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან, ჩვენი ამოცანაა, ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში

„კომისიის ფარგლებში შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით მოხდება ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ კერძო სექტორთან, რომ ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში“, -...

მარიამ ქვრივიშვილი

1768916672

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ არაერთგზის გავმხდარვართ რადიკალიზმის მხარდამჭერი განცხადებების მოწმე პეტერ ფიშერისგან, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება და ეწინააღმდეგება ვენის კონვენციით დადგენილ ნორმებს და დიპლომატიური ქცევის ეტიკეტის

სამწუხაროდ გერმანიის ელჩისგან ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია სრულიად უსაფუძვლო, უსაგნო კრიტიკა ჩვენი საზოგადოების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დ...

დავით მათიკაშვილი