დავით სონღულაშვილი: აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები.
„სამთავრობო კომისიის საორგანიზაციო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ გეგმაზე, ასევე პროცესზე, თუ როგორ წარიმართება მუშაობა; დაიგეგმა შეხვედრები ყველა მონაწილე მხარესთან, რათა მოხდეს სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა და იმ შედეგების განსაზღვრა, რომელთა მიღწევაც მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობით“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია საქმიანობას ასევე მედიკამენტებისა და საწვავის ფასების მიმართულებით წარმართავს.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე წევრებმა მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და საქმიანობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. მუშაობის პროცესში საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია პროდუქციის რეალურ ღირებულებაზე, ფასის შემადგენელ კომპონენტებსა და შესაძლო არალოგიკურ ფასნამატებზე. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ეტაპობრივად დაიწყება.
1768915309
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, გაზრდის ხელმისაწვდომობის ხარისხს
სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის, - განაცხადა...
1768914545
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1768914132
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკო...
1768913530
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირ...
1768913428
ახალი ამბებისუსი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს
სუსი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქ...






























