ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას - ამის მიუხედავად, ისინი ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ეს მშვიდობიანი შესეირნება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში
პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით.
„ამაზე მაღალი სტანდარტის მტკიცებულება უკვე არ არსებობს - არის ვიდეოჩანაწერები აბსოლუტურად ყველა დაპატიმრებულზე. ამის მიუხედავად, ისინი რაღაცას დემაგოგობენ და ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ეს მშვიდობიანი შესეირნება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. რაც უფრო მალე დაბრუნდებიან ისინი რეალობაში, მათთვისვე იქნება უკეთესი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა - საქმე ეხება 12 ბრალდებულს.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა მედიასთან განაცხადა: „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა აუცილებელი, აუცილებელია რეჟიმის დამხობა. მშვიდობიანი რევოლუცია, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. რევოლუციას ქვეყანაში მშვიდობიანობა მოაქვს“.
1768925469
მსოფლიომაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიო შედის ეპოქაში, რომელიც „ყველაზე ძლიერის კანონით“ იმართება და ევროპას მოუწოდა, „პასიურად არ შეეგუოს“ ამ რეალობას
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიო შედის ეპოქაში, რომელიც „ყველაზე ძლიერის კანონით“ იმართება. მან მოუწოდა ევროპას, „პასიურად არ შეეგუოს“ ამ...
1768922564
მსოფლიოკაია კალასი: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია - არც უკრაინაში და არც გრენლანდიაში
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა მკაცრად დააფიქსირა ბლოკის პოზიცია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით. ევროპარლამენტში სიტყვით...
1768920605
ახალი ამბებიგიორგი სვანიძე: ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე დეპუტატებთან ერთად სოფელ დარბაზში, ბალიჭსა და ტანძიაში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბოლნისის მუნიციპალიტეტში გზე...
1768919225
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ც...
1768918638
ახალი ამბებინინო წილოსანი ფიშერზე: თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი
როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხ...



























