გიორგი სვანიძე: ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე დეპუტატებთან ერთად სოფელ დარბაზში, ბალიჭსა და ტანძიაში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან ინტენსიურად იწმინდება როგორც საავტომობილო, ისე შიდა გზები.
„ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა, ამიტომ სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელსა და ადგილობრივ წარმომადგენელს, რომლებიც ამ რთულ ამინდში მოსახლეობის გვერდით დგანან“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ
გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გიორგი სვანიძესთან ერთად გაეცნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი, საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე,ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შერმადინ დადვანი, კაზრეთის თემის მაჟორიტარი ზვიადი ჯაყელი და საკრებულოს წევრი ირაკლი კოდელაშვილი.
სოფელ დარბაზში, ტანძიასა და ბალიჭში შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენიმე დღეა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მასში საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პირობებისთვის შესაბამისი საბურავებით აღჭურვილი, ტექნიკურად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და დაიცვან საავტომობილო გზებზე დაწესებული წესები.
1768916672
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ არაერთგზის გავმხდარვართ რადიკალიზმის მხარდამჭერი განცხადებების მოწმე პეტერ ფიშერისგან, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება და ეწინააღმდეგება ვენის კონვენციით დადგენილ ნორმებს და დიპლომატიური ქცევის ეტიკეტის
სამწუხაროდ გერმანიის ელჩისგან ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია სრულიად უსაფუძვლო, უსაგნო კრიტიკა ჩვენი საზოგადოების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დ...
1768915309
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, გაზრდის ხელმისაწვდომობის ხარისხს
სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის, - განაცხადა...
1768914545
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1768914132
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკო...
1768913530
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირ...






























