ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ - 7,291.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რომ რეკორდულია სავაჭრო ბრუნვის მონაცემები - ზრდამ 10.1%-ი, მოცულობამ კი - 25,820.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ 12.5%-ით არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა და მისი ოდენობა 3,367.4 მლნ. აშშ. დოლარია. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის აღნიშნული ზრდა, ვინაიდან ის პირდაპირ მეტყველებს, რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში ექსპორტი 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ. აშშ. დოლარს მიაღწია, ადგილობრივი ექსპორტი კი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 58.1%-ითაა გაზრდილი და მისი მოცულობა 368.0 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ არსებულ დინამიკას საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. „ჩვენ გვაქვს მექანიზმები, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის საქართველოში წარმოების განვითარებაში ეხმარება. ასევე, მათ შესაძლებლობებს აძლევს, რომ გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებსაც მთავრობა აფართოებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან. „მთავრობის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი - როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზარზე“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
1768914545
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1768913530
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირ...
1768913428
ახალი ამბებისუსი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს
სუსი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქ...
1768912017
ახალი ამბებიბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად გრძელდება - ბოლნისის მერია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით აქტიურად გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ბოლნისის მერია იუწყება. მერიის ცნობით, იწმინდება საავტომობ...
1768911788
ახალი ამბებიAxios: ტრამპი და ზელენსკი დავოსში შეხვედრას გამართავენ, თუმცა პროგრესი მოსალოდნელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა...































