გეკა გელაძე: კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის

კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

როოგრც მინისტრმა აღნიშნა, მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი.

„როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას, უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას ჩვენს მომავალ თაობებს.

დღეს მინდა საზოგადოებას მოვახსენო კიდევ ერთი მასშტაბური და ძალიან წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ და აქვე, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ პოლიციელს.

მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი! მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი. ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებული პირები მოქალაქეებზე ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით ახდენდნენ. მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხებს.

ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზნით, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითაც დაკავებული პირების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
ნარკოდამნაშავეების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“ და სხვა. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.

დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავაკავეთ. ის საქართველოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნახევარ კილოგრამზე მეტი წონის „კოკაინის“ შემოტანას ცდილობდა.

გარდა ამისა, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ნახევარ კილომდე “მეტამფეტამინი”.

ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაკავებულია 16 პირი, რომელთა პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის, ხოლო საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სამართალდამცავის სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771406245

საზოგადოება

პრემიერი: მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები, საქართველოში მოკლევადიანი ბ...

ირაკლი კობახიძე

1771405707

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე

საქართველოში ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. როგორც მთავრობის...

ირაკლი კობახიძე

1771405255

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები

საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წ...

ირაკლი კობახიძე

1771405233

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. „ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ...

მიხეილ ყაველაშვილი

1771404574

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია, რაზედაც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გასაკვირი არაა, რომ პარლამენტის წევრებსაც გაქვთ განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინი...

ირაკლი კობახიძე