ირაკლი კირცხალია: მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის

ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც საკანონმდებლო ორგანო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ურთიერთშეთანხმებით მუშაობს ამ გამოწვევის სწორად სამართავად.

„მოგეხსენებათ უკანონო მიგრაცია, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

როგორც საკანონმდებლო ორგანო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ურთიერთშეთანხმებით მუშაობს ამ გამოწვევის სწორად სამართავად, სწორად სამართავად, იმიტომ რომ, მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებიც სრულად კანონიერად ჩვენს მზარდ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან.

სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვისმენია, მიზანმიმართული დეზინფორმაცია ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მხრიდან ამ საკითხის ირგვლივ. გაგახსენებთ, თუნდაც ერთ-ერთ ასეთ დესტრუქციულ კამპანიას, რომელიც ეხებოდა "იგლ ჰილსის" ისტორიულ პროექტს და ლოზუნგს ქვეყნის არაბიზაცია, რასთან დაკავშირებითაც კარგად გვახსოვს, ასევე ინტერპელაციის ფორმატში ისაუბრა ბატონმა პრემიერმა და ფაქტებით დაუსვა წერტილი ამ სპეკულაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს სწორ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ამ მიზნით, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ინტერპელაციის წესით მიმართა პრემიერ-მინისტრს, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული შეკითხვებით, რათა საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და არ მოხდეს პოლიტიკური სპეკულაციების გზით დეზინფორმაციის გავრცელება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771409716

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ კერძო სექტორის ჩართულობით

კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი, ვფიქრობ, უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს და მზად ვართ, ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში,...

ირაკლი კობახიძე

1771408987

ახალი ამბები

პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

ირაკლი კობახიძე:

1771408653

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება

მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპე...

ირაკლი კობახიძე

1771407896

ახალი ამბები

პრემიერი: კანონმდებლობაში სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხ...

 ირაკლი კობახიძე

1771407058

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება, შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში

ჩვენ გვაქვს მიზანი, მაქსიმალურად გავამკაცროთ მიდგომა და უზრუნველვყოთ არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტე...

ირაკლი კობახიძე