ირაკლი კობახიძე - 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14,6% - დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და ეს განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში
„15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით, წილი არის 14,6%“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და ეს განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში.
„რაც შეეხება ნებართვის მეორე კატეგორიას, ეს არის მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომლითაც სარგებლობს საქართველოში 28 363 უცხოელი მოქალაქე. ეს არის 26,4% მთლიანად ბინადრობის ნებართვებში. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, ასევე იმ უცხოელზე, რომეოლიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ესენი არიან უცხოელები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქვეყანასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. საუბარია არსებითად იმ უცხოელებზე, რომლებსაც ოჯახური კავშირები აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან.
შემდეგ არის შრომითი ბინადრობის ნებართვა. 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით. წილი არის 14,6%. როგორც უკვე ითქვა, დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი. როდესაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ატარებს ხოლმე საკუთარი კვლევების პრეზენტაციას, ისინი ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემების სამეულში ასახელებენ სამუშაო ძალის დეფიციტს და მეორე არის მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი.
ეს ყველაფერი კარგად ჩანს საერთო სურათიდან, რომელიც შექმნილია შრომის ბაზარზე და ეს ყველაფერი განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში. რომ არა უცხოელების ყოფნა საქართველოში, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. არის სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადად, ეს ეხება მშენებლობის სფეროს, თუმცა, არა მარტო.
სტუმარმასპინძლობის სფეროშია სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, შრომითი მიგრაციის კუთხით ჩვენს ქვეყანაში საჭიროება არსებობს. მუდმივი ბინადრობის ნებართვა მინიჭებული აქვს 10 726 პირს, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 5658 უცხოელს“, - განაცხადა პრემიერმა.
1771408987
ახალი ამბებიპრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა
იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...
1771408653
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპე...
1771407896
ახალი ამბებიპრემიერი: კანონმდებლობაში სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხ...
1771407462
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის
ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლ...
1771407058
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება, შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში
ჩვენ გვაქვს მიზანი, მაქსიმალურად გავამკაცროთ მიდგომა და უზრუნველვყოთ არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტე...


























