პრემიერი: მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, მთლიანობაში, სარგებლობს 4 827 პირი და აქედანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეკულაციური იყო მოკლევადიან ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული ეს განცხადებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას იღებდა პირი, რომელიც საქართველოში შეიძენდა 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას და ეს ზღვარი 150 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები. გახსოვთ, რომ ამ სპეკულაციებს უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვებით წაგვლეკავდნენ ჩვენ უცხოელი მიგრანტები. მთლიანობაში, გეტყვით, როგორი სტატისტიკაა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ნაწილში. შეგახსენებთ, რომ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას იღებს პირი, რომელიც საქართველოში შეიძენს ისეთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარს და ეს ზღვარი არის გაზრდილი 150 000 აშშ დოლარამდე. მთლიანობაში, საქართველოში იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, არის 4 827 პირი, აქედანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეკულაციური იყო ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას.

ბინადრობის ნებართვა საქართველოს ყოფილი მოქალაქისათვის გაცემულია 2 716 პირზე, 2.5. %-ია მათი ხვედრითი წილი მთლიან სტატისტიკაში. სპეციალური ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 1952 პირზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება, იყოს ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლი, ან დაზარალებული, ანუ რეალურად თავშესაფარს ვაძლევთ ასეთ პირებს საქართველოში. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა სულ არის გაცემული 1347 პირზე და ეს ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე ამ მისი ოჯახის წევრზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ან რომელსაც საქართველოში აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარს.

მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 646 პირზე, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელება 223 პირზე, IT ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 92 პირზე. სინამდვილეში, IT სექტორში ბევრად მეტი უცხოელია დასაქმებული საქართველოში, თუმცა ჩამოყალიბებული პრაქტიკა არის ის, რომ ეს პირები იღებენ არა IT ბინადრობის ნებართვას, არამედ სტანდარტულ შრომით ბინადრობის ნებართვას. სასურველია, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალოს და დაიხვეწოს. უვადო ბინადრობის ნებართვა გაცემულია 14 პირზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა - 4 პირზე. ეს არის საერთო სტატისტიკა, რაც სრულ სურათს გვიჩვენებს ბინადრობის ნებართვის სტატისტიკის თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771408987

ახალი ამბები

პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

იყო უამრავი სპეკულაცია. ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

ირაკლი კობახიძე:

1771408653

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება

მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპე...

ირაკლი კობახიძე

1771407896

ახალი ამბები

პრემიერი: კანონმდებლობაში სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხ...

 ირაკლი კობახიძე

1771407462

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის

ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლ...

ირაკლი კირცხალია

1771407058

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება, შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში

ჩვენ გვაქვს მიზანი, მაქსიმალურად გავამკაცროთ მიდგომა და უზრუნველვყოთ არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტე...

ირაკლი კობახიძე